თბილისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Ipantro-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 16:
'''თბილისი''' ([[1936]] წლის 17 აგვისტომდე ''ტფილისი''<ref>პოსპელოვ, ე.მ. ([[1998]]). გეოგრაფიჩესკიე ნაზვანია მირა. გვ. 412.</ref><ref>თუმცა, საარქივო დოკუმენტებით მტკიცდება, რომ თბილისი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს ისხენიებოდა, როგორც ტფილისის პარალელური ტერმინი. იხ. ''ნიკო ჯავახიშვილი'', როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს „თბილისი“?, „ისტორიანი“, თებერვალი, № 2, 2011, გვ. 30–31</ref>) — [[დედაქალაქი]] და [[საქართველოს მუნიციპალიტეტები|მუნიციპალიტეტი]]<ref>[http://mreg.reestri.gov.ge/ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი]</ref> [[საქართველო]]ში; [[1922]]–[[1936]] წლებში ერთდროულად იყო [[ამიერკავკასიის სფსრ]] დედაქალაქი; მდებარეობს [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[თბილისის ქვაბული|თბილისის ქვაბულში]], მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება [[საგურამოს ქედი]]ს სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგნის]] ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — [[თრიალეთის ქედი]]ს განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს<ref>[http://www.tbilisi.gov.ge/page/9 თბილისი, გეოგრაფია და ბუნება. მერიის ოფიციალური ვებგვერდი]</ref> და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
 
თბილისი [[კავკასიის რეგიონი]]ს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. [[ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი]] და [[ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი]]). ქალაქი ისტორიული [[აბრეშუმის დიდი გზა|აბრეშუმის დიდი გზის]] ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს [[რუსეთი]]ს, [[ჩრდილო კავკასია|ჩრდილო კავკასიას]], [[თურქეთი|თურქეთსა]] და, [[ტრანსკავკასია|ტრანსკავკასიის]] [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედანსა]] და მის შემოგარენში მოხდა [[2003]] წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგადრასაც იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] გადადგომა მოჰყვა.
 
==სახელწოდება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თბილისი“-დან