ბრიტანელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
 
ხაზი 46:
ნორმანების მმართველობის პერიოდში დაარსდა სამეფო ტყეები, რომლებიც მოამარაგებდნენ სამეფო კარს სხვადასხვა რესურსებით. ტყეში შედიოდა სანადირო ადგილები, დაუმუშავებელი რესურსები და სხვა საქონელი. ტყეებიდან შემოსავალი დროთა განმავლობაში ძალიან გაიზარდა და ხელი შეუწყო საზღვაო ფლოტის მშენებლობასაც.
 
1066 წელს ინგლისს ჰქონდა რამდენიმე ძველი, ურბანული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქები. ვაჭრობის დიდი ნაწილი აღმოსავლეთის ქალაქებზე მოდიოდა. ესენი იყო ლონდონი, ვინჩესტერი, ლინკოლნი, ნორვიჩინორიჯი, იფსვიჩი და ტეტფორდი. ინგლისის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო საფრანგეთი. ასევე ქვეყანა ვაჭრობდა გერმანიასთან და შვედეთთან.<ref>'''Green, Vivian Hubert Howard. The Hanoverians 1714-1815'''</ref>
 
ნორმანების ახალმა მმართველობან ბევრი ცვლილება მოიტანა. ერთ-ერთი იყო პირველად ინგლისის ისტორიაში ებრაელების ჩამოსვლა ინგლისურ ქალაქებში. ამან ხელი შეუწყო კაპიტალის მოზიდვას. ებრაელები დიდი რაოდენობით კრედიტებს გასცემდნენ, რასაც შემდეგ მსესხებლები აბანდებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრიტანელები“-დან