დემოსთენე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Demosthenes2.jpg|thumb|დემოსთენე]]
'''დემოსთენე''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]]: Δημοσθένης) (დ. [[ძვ. წ. 384]], ატიკა ― გ. [[ძვ. წ. 322]], კალაბრია) — ძველი [[ათენი]]ს სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი. დაიბადა იარაღის ოსტატის ოჯახში. ორატორული ხელოვნების შესწავლის შემდეგ ლოგოგრაფი გახდა, ანუ სხვებისათვის წერდა სიტყვებს, ასწავლიდა რიტორიკას, თვითონ იღებდა მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, გამოდიოდა სახალხო შეკრებებზე. შემონახულია დემოსთენესთვის მიკუთვნებული 61 სიტყვა, 56 გამოსვლა, 6 წერილი (აქედან 20-მდე სიტყვა და რამდენიმე წერილი, როგორც ჩანს, მას არ უნდა ეკუთვნოდეს). ძვ. წ. 351 წელს წარმოთქვა თავისი პირველი „ფილიპიკა“ — სიტყვით გამოსვლა მაკედონიის მეფის [[ფილიპე II მაკედონელი|ფილიპე II]]-ის ([[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელის]] მამის) წინააღმდეგ, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა ათენის პასიური პოზიცია [[ძველი მაკედონია|მაკედონიის]] დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბერძნული პოლისების დამოუკიდებლობას. ამ დროიდან დემოსთენე გახდა ათენისა და საბერძნეთის სხვა პოლისების ანტიმაკედონური დაჯგუფების აღიარებული ბელადი. ფაქტიურად ათენის ხელმძღვანელად გახდომის შემდეგ, ცდილობდა შემოეღო კანონი საგანგებო სახელმწიფო ბეგარის — ტრიერარქიის შესახებ, ე.ი. აღჭურვილიყო სამხედრო გემები — ტრიერები ცალკეული მოქალაქეებითა და [[მეტეკები|მეტეკებით]] და გამოეყენებინათ [[თეორიკონი]], ე.წ. სანახაობის ფული სამხედრო მიზნებისათვის; რამდენიმე სამხედრო კავშირის გზით დემოსთენე იღწვოდა შექმნილიყო ბერძნული პოლისების ანტიმაკედონური კოალიცია. [[ქერონეის ბრძოლა|ქერონეის ბრძოლაში]] (ძვ. წ. 338) მოკავშირეთა დამარცხების შემდეგ იგი აგრძელებდა ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული ანტიმაკედონური პოზიციის დაჭერას. ძვ. წ. 323 წელს (ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ) ხელახლა მოუწოდა მაკედონიასთან საბრძოლველად. [[ლამიის ომი|ლამიის ომში]] (ძვ. წ. 323–322) ბერძენთა ახალი მარცხის შემდეგ, მტრების მხრიდან დევნაში მყოფმა დემოსთენემ თავი მოიწამლა. თანმიმდევრულმა პატრიოტულმა პოზიციამ და უბადლო ორატორულმა ოსტატობამ მისი სახელი პოპულარულად აქცია. მისი მოღვაწეობა მსოფლიო ორატორული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დემოსთენე“-დან