მაჩაბლების სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''მაჩაბლების სასახლე''' — არქიტექტურული ძეგლი [[ქურთის მუნიციპალიტეტი|ქურთის მუნიციპალიტეტის]], სოფელ [[ქურთა (ქურთის მუნიციპალიტეტი)|ქურთაში]]. სასახლე [[XIX საუკუნე|XIX საუკუნით]] თარიღდებოდა. შენობა სოფლის ცენტრში იდგა. მასში გასაბჭოების პერიოდიდან 1992 წლამდე ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა. სასახლე ორსართულიანი იყო. იგი პირველი [[ოსების აჯანყებები საქართველოში|ქართულ-ოსური კონფლიქტის]] დროს გაიძარცვა. ამ პერიოდში მთლიანად დაინგრა სამხრეთი ფასადის მეორე სართული და მეორე სართულის დასავლეთი ფასადი. პირველ სართულზე სარდაფები და მარანი იყო განთავსებული. მეორე სართულზე 6 დარბაზი, აღმოსავლეთით პატარა აივანი იყო. სასახლეს [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] შუა წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რამოდენიმე ოთახიანი ფლიგელი მიაშენეს.
 
[[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს, 13 აგვისტოს, სასახლე ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.<ref>{{cite news |title=ვიკიპედია უნდა იყოს „დაბომბილი“ ქართველ ისტორიკოსთა ინფორმაციებით |url=https://www.kvirispalitra.ge/politic/2611-shemogvesivnen-da-skheuls-gviglejen.html |access-date=14 აგვისტო, 2021 |work=kvirispalitra.ge |date=22 თებერვალი, 2021}}</ref>