სიღნაღის ვეტერინარული ლაბორატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''სიღნაღის ვეტერინარული ლაბორატორია''' — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ [[სიღნაღი|სიღნაღში]]. შენობა აშენებულია [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში. ის [[ერეკლე II]] -ის ქუჩაზე მდებარეობს. ლაბორატორია ორსართულიანია და აგურით არის ნაგები. შენობის პირველი სართული მთლიანად მიწაშია და მხოლოდ სარკმელების ზედა მოხაზულობაა მიწის დონიდან ამოწეული. მეორე სართული ქუჩისკენ გამოდის. მთავარი ფასადი დანაწევრებულია ათი სწორკუთხა პილასტრით, რომელთა შორის სარკმელებისა და სადარბაზო კარის ღიობებია მოქცეული. ღიობები სრულდება პატარა შვერილებზე დაყრდნობილი აგურით გამოყვანილი შეისრული მოხაზულობის თაღებით. პილასტრებს მარტივი კაპიტელები აქვთ და ეყრდნობა აგურის თაროს, რომელიც მთელ ფასადს გასდევს. თარო ფასადის სიბრტყეში ღრმადაა შეჭრილი და ქვის კიბე აქვს მიდგმული. ღიობების ზემოთ ფასადს კარნიზი და დაბალი პარაპეტი გასდევს. სადარბაზო კარი ხისაა. სახლის უკანა ფასადი ეზოში გადის. შენობის ორივე სართულის ღია აივნები დატიხრული და ამოშენებულია. სახლს მარცხენა მხარეს აგურის ახალი მინაშენი აქვს, მარჯვნივ მიდგმული არის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე.
 
==რესურსები ინტერნეტში==