დოკაანთ კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეითში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დოკაანთ კოშკი''' — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეითში. კოშკი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. == აღწერ...
(განსხვავება არ არის)

14:15, 14 აგვისტო 2021-ის ვერსია

დოკაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეითში. კოშკი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

აღწერილობა

ტრაპეციის ფორმის კოშკი აგებულია ფლეთილი ქვითა და რიყის ქვით. იგი მოსახლეობაში „დოკაანთ კოშკის“ სახელითაა ცნობილი. შენობა სოფლის აღმოსავლეთით, მაცხოვრის ეკლესიის ჩრდილოეთით 10 მეტრში დგას. კოშკი 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროს ძალიან დაზიანდა. მისი დასავლეთ კედელი მთლიანად დაინგრა. მორღვეულია დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილია კოშკის ოთხი სართული. ჩანს შელესილობის კვალი. პირველი სართული ქვებითაა ამოვსებული. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებს ოთხი სათოფური აქვთ, აღმოსავლეთისას – ხუთი.

ლიტერატურა

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 353