მაჩაბლების სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურთაში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მაჩაბლების სასახლე''' — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურთაში. სასახლე XIX საუკუნით თარიღდება. შენობა სოფლის ცენტრშია....
(განსხვავება არ არის)

13:56, 14 აგვისტო 2021-ის ვერსია

მაჩაბლების სასახლე — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურთაში. სასახლე XIX საუკუნით თარიღდება. შენობა სოფლის ცენტრშია. მასში გასაბჭოების პერიოდიდან 1992 წლამდე ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა. სასახლე ორსართულიანია. იგი პირველი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს გაიძარცვა. ამ პერიოდში მთლიანად დაინგრა სამხრეთი ფასადის მეორე სართული და მეორე სართულის დასავლეთი ფასადი. პირველ სართულზე სარდაფები და მარანი იყო განთავსებული. მეორე სართულზე 6 დარბაზი, აღმოსავლეთით პატარა აივანი იყო. სასახლეს XX საუკუნის შუა წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რამოდენიმე ოთახიანი ფლიგელი მიაშენეს. ამჟამად ფრიგელი დანგრეულია.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 320