საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
==რუსეთთან შეერთება==
[[ფაილი:George XII of Georgia.jpg|მინიატიურა|ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII]]
 
მეფე გიორგიმ არაერთხელ მიმართა თხოვნით რუსეთის იმპერატორ პავლეს, რათა გაეწია მისთვის სამხედრო დახმარება, რომლისათვისაც იქ მივლინებული იყო თავადი [[გარსევან ჭავჭავაძე]]. გიორგი მეფეს სურდა რომ რუსეთს სამხედრო დახმარების პარალელურად შენარჩუნებულიყო ქართლ-კახეთის სამეფო დინასტია და ეღიარებინა მისი მემკვიდრეც — [[დავით ბატონიშვილი|დავითი]].
 
Line 73 ⟶ 72:
 
შეთქმულების გარდა, ხდებოდა გლეხთა შეიარაღებული გამოსვლები, რომლებიც ატარებდა როგორც ანტირუსულ, ასევე ბატონყმობის საწინააღმდეგო ხასიათს. 1830 წელს აჯანყდნენ [[კოდორის ხეობა|კოდორის ხეობის]] გლეხები, 1832 წელს იმერეთში გლეხები გამოვიდნენ თავადი [[წერეთლები]]ს წინააღმდეგ. 1833 წლის თებერვალში მოხდა გლეხების შეაიარაღებული გამოსვლა [[გურია]]ში, ხოლო იმავე წლის აპრილში — [[ქართლი|ქართლში]]. ამ პერიოდში ხშირი იყო გლეხების ტყეში გავარდნები. ერთ-ერთი ასეთი ტყეში გავარდნილი გლეხი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, იყო [[არსენა ოძელაშვილი]]. 1840 წელს აჯანყდნენ კოდორის, დალის და წებელდის ხეობების მცხოვრები აფხაზი გლეხები. აჯანყება აფხაზმა ფეოდალებმა ჩაახშეს მთავრობის დახმარებით. აჯანყებას მოჰყვა რეპრესიები და აფხაზეთიდან 18 ათასამდე გლეხის გადასახლება. ორგანიზებულობით გამორჩეული იყო [[გურიის აჯანყება]]. აჯანყება დაიწყო 1841 წლის მაისში და აგვისტოსთვის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. აჯანყებულები აკონტროლებდნენ მთელ გურიას და ალყა ჰქონდათ შემორტყმული [[ოზურგეთი]]სთვის. აჯანყების დასამარცხებლად იმპერიის მთავრობამ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები გაგზავნა. სექტემბერში ჩაახშო იგი.
 
[[ფაილი:Map of Caucasus in Russian imperia 1833.jpg|მინიატიურა|საქართველო ამიერკავკასიის მხარის რუკაზე 1833 წ.]]
[[ფაილი:Saqartvelo XIX saukunis bolos.jpg|მინი|საქართველოს ტერიტორია რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფაში XIX საუკუნის ბოლოს]]
 
საქართველოში არსებული მდგომარეობა იმპერიის ხელმძღვანელობისთვის დასაფიქრებელი იყო. ამიტომ 1829-1838 წლებში რამდენიმე პროექტი მომზადდა კავკასიაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის. საბოლოოდ, 1840 წელს მიღებულ იქნა მართვა-გამგეობის ახალი დებულება. 1835 წელს დაიხურა [[ზარაფხანა]], რომელიც დამოუკიდებლობის მეხსიერების მქონე ერთადერთი უწყება იყო. 1841 წლის 1 იანვარს შეიქმნა [[საქართველო-იმერეთის გუბერნია]], რომელიც იყოფოდა 11 მაზრად. მაზრის სათავეში დააყენეს მაზრების უფროსები. საბოლოოდ ოფიციალურად გაუქმდა [[ვახტანგ VI-ის სამართალი]], დაწესდა სულადობრივი ფულადი გადასახადი. კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა [[მიხეილ ვორონცოვი]], განათლებული და ენერგიული ადმინისტრატორი, რომელიც, ამავდოულად იყო მოხერხებული დიპლომატი. ვორონცოვი განსაკუთრებით ზრუნავდა თბილისის კეთილმოწყობისთვის. 1837 წელს თბილისში გაიხსნა პირველი [[საავადმყოფო]]. 1840 წელს შემოღებულ იქნა [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის სათათბირო]] ექვსი ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც ქონებრივი ცენზით ირჩევდნენ. სხვა ქალაქების მმართველობა კვლავ პოლიციის ხელში რჩებოდა.
 
Line 95 ⟶ 92:
XIX საუკუნის 60-იანი წლების რეორმებმა ხელი შეუწყო [[კაპიტალიზმი|კაპიტალისტური]] უერთიერთობების განვითარებას. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებამ. 1850-იანი წლების ბოლოდან დაიწყო რეგულარული მიმოსვლა [[რედუტ-კალე]]ს, ფოთ, ოდესას და სხვა ქალაქებს შორის. 1873 წელს გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა. 1877-1878 წლების [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დასრულდა რუსეთის გამარჯვებით. რუსეთის იმპერიაში შევიდა არტაანი, ყარსი, ართვინი, აჭარა და ლაზეთი. ახლადშეერთებულ ტერიტორიებზე შეიქმნა [[ბათუმის ოლქი|ბათუმისა]] და [[ყარსის ოლქი|ყარსის]] ოლქები. ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა ბათუმის განვითარებისთვის. აჭარის ზღვისპირა ზოლის საუკეთესო მიწები [[ჩაქვი|ჩაქვში]] გადაეცა საუფლისწულო უწყებას. 1883 წელს რკინიგზამ დააკავშირა ბათუმი, თბილისი და ბაქო. თბილისში, რკინიგზის მათავარ სახელოსნოებში 3500-ზე მეტმა მუშამ მოიყარა თავი. სწრაფად იზრდებოდა ქალაქების მოსახლეობა, საწარმოების რაოდენობა. 1874-1884 წლებში ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობა 521-დან 1160-მდე გაიზარდა. გაჩნდა [[პროლეტარიატი]].
 
1882 წელს მოისპო კავკასიის სამეფისნაცვლო და დაწესდა მთავარმართებლის თანამდებობდა. ამით მოისპო ის მცირე დამოუკიდებლობა, რაც სამეფისნაცვლოს გააჩნდა. პირველი მთავარმართებელი იყო [[ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი]]. მისი მიზანი იყო კავკასიის საბოლოო რუსიფიკაცია. მისი მმართველობის დროს ეგზარქოსმა [[პავლე (ლებედევი)|პავლემ]] ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ხალხი. 1892 წელს ჩამოყალიბდა პირველი [[მარქსიზმი|მარქსისტული]] ჯგუფი [[მესამე დასი]], რომლის ლიდერი იყო [[ნოე ჟორდანია]]. 1898 წლიდან რუსეთში დაარსდა [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია]]. პარტია ხელმძღვანელობდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მუშათა გამოსვლებს. საქართველოში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების ლიდერად პრაქტიკულად იქცა [[სილიბისტრო ჯიბლაძე]]. 1899-1901 წლებში გახშირდა მუშათა [[გაფიცვა|გაფიცვები]] და საპროტესტო გამოსვლები, დაიწყო [[პირველიმშრომელთა მაისისაერთაშორისო დღე|საპირველმაისო]] მიტინგები. მუშათა მოძრაობის აღმავლობას ხელი შეუწყო XX საუკუნის დასაწყისის სამრეწველო კრიზისმა და [[უმუშევრობა|უმუშევრობის]] ზრდამ, ასევე სოფლად მოუსავლიანობამ 1901 წელს. 1901 წლიდან ასპარეზზე გამოვიდნენ [[სოციალისტ-ფედერალისტები]].
 
1905 წლის რევოლუციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. აქ მას სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ. საწყის ეტაპზე მუშათა მოძრაობებმა მცირედ წარმატებებსაც მიაღწიეს, დაარსდა ნახალოვკის, გორის, ჭიათურის, ზუგდიდის, ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკები. განსაკუთრებით ძლიერი იყო რევოლუციური მოძრაობა გურიაში, სადაც გლეხებმა [[გურიის რესპუბლიკა]] გამოაცხადეს, რომელი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გასული იყო ხელისუფლების კონტროლისგან. მარტში ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა 1906 წლის იანვრამდე რეალურად ვერ აღადგინა კონტროლი რეგიონზე. ძლიერი იყო რევოლუციის ტალღა [[1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში|აფხაზეთშიც]]. მთავრობამ შემოიღო სამხედრო წესები აჯანყებულ მხარეებში და სასტიკად ჩაახშო რევოლუცია. რევოლუციის შემდეგ წლებში გაძლიერდა რეაქცია და რეპრესიები. საქართველოზე არ გავრცელდა [[სტოლიპინის აგრარული რეფორმა]].