ფილიპე მახარაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
}}
 
'''ფილიპე იესეს ძე მახარაძე''' (დ. [[9 მარტი]], [[1868]] — გ. [[10 დეკემბერი]], [[1941]]) — [[ქართველები|ქართველი]] ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს [[რსფსრ|საბჭოთა რუსეთის მიერ]] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი]]ს თავმჯდომარე.
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 39:
 
===რევოლუციური მოღვაწეობა===
1896-97 წლებში მახარაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა [[სიღნაღის მაზრა]]ში და არალეგალურად ჩადიოდა თბილისში. ის ჩაერთო [[მესამე დასი]]ს საქმიანობაში და 1897-1900 წლებში დაუახლოვდა [[იოსებ სტალინი|სტალინს]], [[ალექსანდრე წულუკიძე]]ს, [[ლადო კეცხოველი|ლადო კეცხოველს]]. წულუკიძესთან ერთად მახარაძე 1901 წლის დასაწყისში მუშაობდა ბათუმში, მუშებთან. 1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო [[პირველიმშრომელთა მაისისაერთაშორისო დღე|საპირველმაისო]] დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს. 1902 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში. იქ წულუკიძესთან ერთად მუშაობდა [[იმერეთი]]სა და [[გურია|გურიის]] კომიტეტებთან. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში, სადაც შეიქმნა კავკასიის საკავშირო კომიტეტი, რომლის წევრადაც ისიც აირჩიეს. ამ პერიოდში ქართულად თარგმნა [[ლენინი]]ს ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“. 1905 წელს იყო ფაქტობრივი რედაქტორი ჟურნალ „[[მოგზაური]]სა“. 1905 წლის დამლევს ის დააპატიმრეს და მოათავსეს [[მეტეხის ციხე]]ში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს. 1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. იქ დაუკავშირდა [[სერგო ორჯონიკიძე]]ს. [[1907]] წელს დაბრუნდა თბილისში და მონაწილეობდა [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში]]. 1907 წელს მონაწილეობდა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] მკვლელობაში. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „დროსა“ და „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში“.
 
რევოლუციური მოღვაწეობისათვის [[ცარიზმი]] დევნიდა მახარაძეს და ის არაერთხელ დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს [[ასტრახანის გუბერნია]]ში სადაც დაჰყო 1911 წლამდე. 1911-13 წლებში იყო [[დონბასი|დონბასში]], 1913-14 წლებში იყო [[ბაქო]]ში და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩვენ წყაროს“. 1914 წელს [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებისთანავე მახარაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს [[ყუბის მაზრა]]ში, 1915 წელს კი გადაასახლეს [[ბაქოს გუბერნია]]ში, საიდანაც გაიქცა ქუთაისში, [[1916]] წელს კი - თბილისში. 1917 წელს იყო გაზეთ „კავკასიელი მუშის“ და „ბრძოლის“ რედაქტორი. [[1917 წლის თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ მახარაძე ბოლშევიკურმა ბიურომ გაგზავნა პეტროგრადში აპრილის კონფერენციაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოქტომბერში მახარაძემ მონაწილეობა მიიღო პარტიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში და შევიდა პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში. 1918 წლის მაისის დამლევს, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|მენშევიკური მთავრობის]] დამყარების დროს მახარაძე აღმოჩნდა არარეგალურ მდგომარეობაში. ის გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც გადატანილი იყო რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მთელი მუშაობა. ამ დროს ფილიპე მახარაძე იყო თერგის ოლქის ფინანსთა კომისარი. 1919 წელს ის იყო შეიარაღებული აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. [[1919]] წელს დააპატიმრეს და [[მეტეხის ციხე]]ში ჩასვეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში გაიქცა. ის ფარულად, [[ოსეთი]]ს გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში არალეგალური მუშაობისთვის. [[1920]] წლის ივნისში მან მოახერხა მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესზე გამგზავრება.
 
 
1921 წლის თებერვალში იყო [[წითელი არმია|წითელი არმიის]] ერთ-ერთი ხელმძღვანელი [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს ოკუპაციის]] დროს. 16 თებერვალს დაინიშნა [[საქართველოს რევკომი]]ს თავმჯდომარედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის რეალურად საბჭოთა საქართველოს მმართველი აღმოჩნდა. მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის შენარჩუნებას [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] და არა [[ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ამიერკავკასიის სსრ-ს]] შემადგენლობაში და ამ პოზიციით დაუპირისპირდა [[სერგო ორჯონიკიძე]]ს. მახარაძეს ქართულ [[ნაციონალ-უკლონიზმი|ნაციონალურ-უკლონიზმში]] დასდეს ბრალი და იმავე წლის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მის ნაცვლად დანიშნეს [[ბუდუ მდივანი]]. მახარაძე ჯერ წავიდა მოსკოვში, ხოლო დაბრუნების შემდეგ იკავებდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობს იკავებდა: იყო ამავდროულად ის იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1921-23 წწ), ცაკ-ის თავმჯდომარე (1922 წ.), ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე. (1929-1930 წწ.). 1929 წლის 1 მარტიდან 1931 წლის 20 თებერვლამდე იყო საქართველოს [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|სახალხო კომისართა საბჭოს]] თავმჯდომარე. 1931 წლიდან მახარაძე გახდა [[საქართველოს სსრ]]-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, იყო ამ რესპუბლიკის ცაკის ერთ-ერთი თავმჯდომარე. 1938 წლის 10 ივლისიდან 1941 წლის 10 დეკემბრამდე იყო [[საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო]]ს პრეზიდიუმის თავმჯდომარე<ref>{{საქართველოს უწყებები|281007|3-4}}</ref>.
 
===გარდაცვალების შემდეგ===
გარდაიცვალა [[1941]] წელს. დაკრძალეს [[მთაწმინდის პანთეონი|მთაწმინდის პანთეონში]]. 1987 წელს, [[მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა|ეროვნული მოძრაობის]] აღმავლობის დროს ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს. კომუნისტური პარტიის მაშინდელი გენ-მდივნის [[ჯუმბერ პატიაშვილი]]ს ბრძანებით საფლავი აღადგინეს, თუმცა მოგვიანებით, 1989 წელს ის, [[მიხა ცხაკაია]]სა და [[სილიბისტრო თოდრია]]სთან ერთად გადაასვენეს [[ხუდადოვის სასაფლაო]]ზე.
 
მახარაძისა და ცხაკაიას ადგილას 2008-2009 წლებში [[ანა კალანდაძე]] და [[ნოდარ დუმბაძე]] დაკრძალეს.