პროკოფი ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 29:
'''პროკოფი ჯაფარიძე''' (პარტიული ფსევდონიმი '''''ალიოშა'''''; დ. [[15 იანვარი]] <small>[ძვ. სტ. 3 იანვარი]</small>, [[1880]], სოფ. [[შარდომეთი]], [[რაჭის მაზრა]] — გ. [[20 სექტემბერი]], [[1918]], [[თურქმენბაში|კრასნოვოდსკი]]) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, [[ბაქოს კომუნა|ბაქოს კომუნის]] მოღვაწე.
 
პროკოფი ჯაფარიძე დაიბადა იმერელი მემამულის ოჯახში. 1900 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, ხელმძღვანელობდა თბილისის მუშათა [[პირველმაისობამშრომელთა საერთაშორისო დღე|საპირველმაისო]] გაფიცვას, რის გამოც დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ გაასახლეს [[ქუთაისის გუბერნია]]ში. 1910 წლიდან მოღვაწეობდა [[დონის როსტოვი|დონის როსტოვსა]] და [[ყუბანი|ყუბანში]]. 1914 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. რევოლუციური მოღვაწეობის გამო არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში, იქიდან მალე გაიქცა და დაბრუნდა [[პეტროგრადი|პეტროგრადში]], შემდეგ თბილისში, საიდანაც გაემგზავრა [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] ბარათოვის გვარით, 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა ბაქოში. [[სტეფანე შაუმიანი|სტეფანე შაუმიანთან]], [[ნარიმან ნარიმანოვი|ნარიმან ნარიმანოვთან]], [[მეშადი აზიზბეკოვი|მეშადი აზიზბეკოვთან]], ს. ეფენდიევთან, ი. ფიოლეტოვთან და სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბაქოს პროლეტარიატის ბრძოლას სოციალისტური რევოლუციისათვის. მონაწილეობდა [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რსდმპ]] (ბ) VI ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. 1918 წლის ივლისის დამლევს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამხობის შემდეგ, დააპატიმრეს და 1918 წლის 20 სექტემბერს [[ბაქოს კომისრები|ბაქოს სხვა კომისრებთან]] ერთად ესერებმა და ინგლისელმა ინტერვენტებმა დახვრიტეს. 1980 წელს დაუდგეს ძეგლი ბაქოში.
 
== თხზულებები ==