მარტყოფის ღვთაების მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
==არქიტექტურული ანსამბლი==
მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. ის ამბობს, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ8 მ. სიგანე კი 2მ2 მ. უდრიდა. [[1752]] წელს იგი დაუნგრევიათ [[ლეკები|ლეკთა]] მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.
 
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია „ხელთუქმნელი ხატის“ გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფლის]] საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.
ხაზი 39:
* „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1959.
* ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბ., 1973.
* საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI–XIX სს.). ქართული სამართლის ძეგლები. III. თბ., 1970.
* ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. IV. თბ., 1967.