სალომე ზურაბიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
ხაზი 358:
 
[[2021]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]], როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაბადებიდან 69-ე წელს აღნიშნავდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა. პრეზიდენტს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი [[თენგიზ ცერცვაძე]] და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დახვდნენ.<ref name = "საგანგებო2">{{Cite web|title = სალომე ზურაბიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა [ფოტო, ვიდეო]| accessdate = 18 მარტი, 2021 | publisher = 1tv.ge |url = https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-astrazenekas-vaqcinit-pirdapir-etershi-aicra-foto-video/|date = 18 მარტი, 2021}}</ref> „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი [[2021]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] აიცრა.<ref name = "აცრა1">{{Cite web|title = სალომე ზურაბიშვილი “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აიცრა| accessdate = 23 ივნისი, 2021 | publisher = netgazeti.ge|url = https://netgazeti.ge/news/548006/|date = 18 მარტი, 2021}}</ref>
 
==პრეზიდენტი და ასოცირების ტრიო==
[[2021]] წლის [[17 მაისი|17 მაისს]], [[უკრაინა|უკრაინის]], [[საქართველო|საქართველოსა]] და [[მოლდოვა|მოლდოვის]] საგარეო საქმეთა მინისტრებმა [[კიევი|კიევში]] ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობს.<ref name = "ტრიო1">{{Cite web|title ="ასოცირებული ტრიო" აერთიანებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას| accessdate = 17 მაისი, 2021| publisher = www.radiotavisupleba.ge|url = https://www.radiotavisupleba.ge/a/31259223.html|date = 9 აგვისტო, 2021}}</ref>
 
ამავე წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]], ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ ოფიციალურად გაიხსნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, [[ვლადიმერ ზელენსკი|ვლადიმერ ზელენსკის]] და მოლდოველ კოლეგას, [[მაია სანდუ|მაია სანდუს]] უმასპინძლა. კონფერენციას ესწრებოდა [[ევროპული საბჭო|ევროპული საბჭოს]] პრეზიდენტი [[შარლ მიშელი|შარლ მიშელიც]].<ref name = "ტრიო2">{{Cite web|title =19 ივლისს, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ოფიციალურად გაიხსნა| accessdate = 19 ივლისი, 2021| publisher = mfa.gov.ge|url = https://mfa.gov.ge/News/19-ivliss,-batumis-me-17-saertashoriso-konferencia.aspx?CatID=5|date = 9 აგვისტო, 2021}}</ref>
 
კონფერენციას წინ უსწრებდა უკრანელი მეზღვაურების შეწყალების აქტი, რომელიც ზურაბიშვილმა [[17 ივლისი|17 ივლისს]] გამოსცა, ხოლო ძალაში [[19 ივლისი|19 ივლისს]] შევიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურებისა და [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილის]] დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების აქტი ვლადიმირ ზელენსკისთან შეთანხმების საფუძველზე გამოსცა, რის საფუძველზეც ზელენსკი ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას დათანხმდა.<ref name = "ტრიო3">{{Cite web|title =შეწყალების აქტი 17 ივლისს, ვლადიმირ ზელენსკისთან შეთანხმების საფუძველზე გამოსცა| accessdate = 19 ივლისი, 2021| publisher = www.interpressnews.ge|url = https://www.interpressnews.ge/ka/article/666346-prezidentis-administraciis-gancxadebit-salome-zurabishvilma-ukraineli-mezgvaurebisa-da-saakashvilis-dacvis-qopili-cevris-shecqalebis-akti-17-ivliss-vladimir-zelenskistan-shetanxmebis-sapuzvelze-gamosca/|date = 9 აგვისტო, 2021}}</ref>
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია 19 ივლისს, პეტრას ციხეზე გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა:
 
{{ციტატა|დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი სერთო ნაკისრი ვალდებულება, დასტური და მაგალითია იმისა, რომ ევროპული მომავალი არის გარდაუვალი. ამ ფაქტით, პანდემიის, შეზღუდვების მიუხედავად, არა მხოლოდ განვაახლეთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და უმაღლეს დონეზე ვატარებთ მას. პირველად ხდება ოთხი პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება. ყველა ჩვენგანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი გვაქვს ახალი ვალდებულებები ჩვენი საერთო მიზნის მიმართ.<ref name = "ტრიო4">{{Cite web|title =საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია| accessdate = 19 ივლისი, 2021| publisher =1tv.ge|url = https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-saqartvelos-evropuli-momavali-gardauvalia-es-aris-sakitkhi-romelzec-polarizacia-an-politikur-partiebs-shoris-debatebi-ar-khdeba/|date = 9 აგვისტო, 2021}}</ref>}}
 
დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს [[ევროკავშირი|ევროკავშირში]] გაწევრიანების მიზანი, რომ ევროპულ ინტეგრაციას ამ სამი ქვეყნისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.<ref name = "ტრიო5">{{Cite web|title =ასოცირებულმა ტრიომ ხელი მოაწერა ბათუმის სამიტის დეკლარაციას| accessdate = 19 ივლისი, 2021| publisher =netgazeti.ge|url = https://netgazeti.ge/news/555082/|date = 9 აგვისტო, 2021}}</ref>
 
==სკანდალური განცხადებები==