ალექსანდრე სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 25:
ალიოშა სვანიძე 1886 წელს დაიბადა [[რაჭა|რაჭაში]], [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] სოფელ [[ბაჯი|ბაჯში]], ღარიბი აზნაურის სვიმონ სვანიძის ოჯახში, სადაც ასევე სამი ქალიშვილი იზრდებოდა: ალექსანდრა (საშიკო), მარიამ (მარიკო) და ეკატერინე (კატო). საშუალო განათლება მიიღო [[ტფილისი|ტფილისში]]. შეისწავლა ტიპოგრაფია და გახდა ასოთამწყობი.
 
1901 წლიდან გაწევრიანდა [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რსდმპ-ში]]. 1903 წლიდან ეწეოდა არალეგალურ [[რევოლუცია|რევოლუციურ]] მოძრაობას ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად მიიყვანა ტიფლისშიტფილისში, თავის დების სახლში, სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე კატო, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.
 
ალიოშა რამდენიმე წელი ცხოვრობდა [[გერმანია|გერმანიაში]], სადაც მოისმინა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტის]] [[ისტორია]]-[[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] ფაკულტეტის კურსი, შეისწავლა გერმანული და ინგლისური ენები. 1916 წელს დაბრუნდა და 1919 წლამდე დაჰყო ტფილისში. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]]. 1919 წელს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობას რუსეთში გაექცა.
 
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის კონფერენციაში]], სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც [[თურქეთი|თურქეთმა]] დათმო [[ბათუმი]] და [[გიუმრი]], ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა [[ართვინი]], [[არტაანი]], [[ყარსი]] და [[იღდირი]]<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref><ref>ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015</ref>. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახლახოსახალხო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.<ref>{{cite book| | first=| last= [[ნიკიტა თალაკვაძე|თალაკვაძე, ნ.]]| series= | title=„მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“| publisher=ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი |location=თბილისი |year=2013| origyear=| isbn=978-99940-28-77-1| edition=|page=359|url=}}</ref>
 
1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი ანატოლი, მეუღლე კი 1918 წელს გარდაეცვალა. ალიოშას და მარიას 1927 წელს ვაჟი ჯონიჯონრიდი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი [[ამერიკელები|ამერიკელი]] ჟურნალისტის [[ჯონ რიდი|ჯონ რიდის]] პატივსაცემად დაარქვეს.<ref name="მარია კორონა">[http://www.hrono.ru/biograf/bio_s/svanidze_ma.html Сванидзе (Корона) Мария Анисимовна, hrono.ru]</ref>[
 
1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.