ვოიაჯერ 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 104:
* ვოიაჯერ 2-ის მისია 1977 წლის 20 აგვისტოს დაიწყო და უპირველესად იუპიტერისა და სატურნის, აგრეთვე მათი თანამგზავრების შესწავლას მოიცავდა. თუმცა ფრენის ტრაექტორიამ აპარატს ურანსა და ნეპტუნთან მიღწევის საშუალებაც მისცა. გრავიტაციული მანევრების შედეგად კი ნეპტუნისაკენ ფრენის ხანგრძლივობა 30 წლის ნაცვლად, 12 წლამდე შემცირდა.
 
* 1979 წლის 9 ივლისს აპარატი იუპიტერს მაქსიმალურად, 71 ათასსათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. ვოიაჯერ 2-მა [[განიმედე (თანამგზავრი)|განიმედეს]], [[ევროპა (თანამგზავრი)|ევროპასა]] და [[გალილეო გალილეი|გალილეოს]] სხვა [[თანამგზავრი|თანამგზავრების]] შესწავლა დაიწყო. მოპოვებულმა მონაცემებმა შესაძლებელი იმ ჰიპოთეზის წამოყენება გახადა, რომელიც ევროპას ზედაპირის ქვეშ თხევადი [[ოკეანე|ოკეანის]] არსებობას უშვებდა. მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრის — განიმედეს შესწავლამ აჩვენა, რომ იგი "ჭუჭყიანი" ყინულითაა დაფარული, ხოლო მისი ზედაპირი ევროპას ზედაპირზე უფრო ხნიერია. ამის შემდეგ აპარატი სატურნისაკენ გაემართა. <ref name=NASAVoyager2>National Aeronautics and Space Administration [https://solarsystem.nasa.gov/missions/voyager-2/in-depth/ "Voyager 2"] NASA Science: Solar System Exploration. Updated 26 January 26, 2018. Accessed December 12, 2018.</ref>
 
* 1981 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 2 სატურნს მაქსიმალურად, 101 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის თანამგზავრთა ზედაპირები შეისწავლა და დეტალური სურათები დედამიწაზე გამოაგზავნა. სატურნის შემდეგ ვოიაჯერ 2-მა ყინულის გიგანტებისაკენ აიღო გეზი.
 
* 1986 წლის 24 იანვარს ვოიაჯერ 2 ურანს მაქსიმალურად, 81,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის, მისი რგოლებისა და თანამგზავრების ასეულობით ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აღნიშნული მასალის დამსახურებით, მეცნიერებმა ურანის 2 ახალი რგოლი აღმოაჩინეს, ხოლო აქამდე ცნობილი 9 კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლეს. გარდა ამისა, აპარატმა ურანის 11 ახალი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ცნობილი გახდა, რომ ურანის ორივე პოლუსზე მსგავსი ტემპერატურაა, ხოლო პლანეტის საშუალო ტემპერატურა -214°C შეადგენს. პლანეტის ერთ-ერთი თანამგზავრის — მირანდას შესწავლისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მირანდას ისტორია მრავალ ტექტონიკურ და თერმულ მოვლენას ინახავს. ურანის თანამგზავრები [[შექსპირი|შექსპირის]] პერსონაჟების სახელებს ატარებს. ურანისა და მისი თანამგზავრების შესწავლის შემდეგ ვოიაჯერ 2 ნეპტუნისაკენ გაემართა.
[[ფაილი:Uranus true colour.jpg|მინი|ვოიაჯერ 2-ის მიერ აღბეჭდილი ურანი]]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოიაჯერ_2“-დან