დიდი აუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
დიდი აუზის [[კლიმატი]] მკვეთრად [[კონტინენტური კლიმატი|კონტინენტურია]], დიდწილად გაბატონებულია სუბტროპიკული, ჩრდილოეთით ზომიერი ჰავა. [[ზაფხული]] ცხელია, უღრუბლო, [[ზამთარი]] გრილია, ხშირი ნისლით. [[ივლისი]]ს საშუალო [[ტემპერატურა]]ა 20–22 °C (მაქსიმალური 56,7 °C), [[იანვარი|იანვრის]] 0–2 °C (მინიმალური –30 °C, მთებში –60 °C-მდე). [[ატმოსფერული ნალექები]]ს რაოდენობა დაახლოებით 200 მმ წელიწადში, ცალკეულ ქვაბულებში 100 მმ-ზე ნაკლებია, მთების დასავლეთ კალთბზე 500 მმ.
 
ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუდინარია; არის მოკლე ეპიზოდური ნაკადები, რომლებიც აუზს არ სცილდება. მთავარი მდინარეა [[ჰუმბოლდტი (მდინარე)|ჰუმბოლდტი]]. ტბებიდან აღსანიშნავია: [[დიდი მლაშე ტბა]], პიარიმიდი[[პირიმიდი]], [[სევირი]] და [[იუტის ტბა|იუტა]]. ტბების დიდ ნაწილს უკავია [[პლეისტოცენი|პლეისტოცენში]] არსებული უფრო ვრცელი [[წყალსატევი|წყალსატევების]] ადგილი. ამ კუთხით გამოსაყოფია ტბა [[ბონევილი]]. მორწყვის მთავარი წყაროა [[არტეზიული ჭა|არტეზიული ჭები]], რომლებიც უმეტესწილად ქვაბულების განაპირა მხარესაა განლაგებული.
 
ქვაბულებში ფართოდაა გარცელებული მურა, რუხი, მლაშობი და ბიცობი ნიადაგი, ხოლო მთებში გვხვდება ყავისფერი და რუხ-ყავისფერი ნიადაგი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ნახევარუდაბნოს მცენარეულობას უკავია, ჩრდილოეთით მარცვლოვან-ავშანია, სამხრეთით ბუჩქნარ-სუკულენტურები, კაქტუსები, აგავა და სხვა. უფრო ნოტიო კალთები შემოსილია ფიჭვნარ-ღვიანებით. ცხოველთა სამყარო სახეობრივი შედგენილობით ღარიბია. ბევრია ქვეწარმავალი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_აუზი“-დან