დიდი აუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
დიდი აუზი წარმოდგენილია მოკლე და ფართო მერიდიანული კლდოვანი ქედებით, რომლებიც დაყოფილია ვრცელი, ერთმანეთთან დაკავშირებული ტაფისებრი ქვაბულებით ანუ აუზებით. ქედების სიგრძე 95–190 კმ, ხოლო სიგანე 5–24 კმ-ია. მთის კალთები ვიწრო ხერხისებრი კლდოვანი თხემებით ჩაჭრილია ღრმა ხეობებით, რომლებიც ჩვეულებრივ, ქედებთან შედარებით რამდენადმე ფართოა და უმეტესწილად უდაბნოებია, რომელთა სიმაღლე 300–1800 მ ფარგლებშია. ქედების მწვერვალების სიმაღლე საშუალოდ 2750 მ-ია. სიერა-ნევადა რეგიონის შიგნით [[წვიმის ჩრდილი|წვიმის ჩრდილს]] წარმოქმნის.
 
არიდულ რელიეფწარმომქმნელ პირობებში დიდ აუზში მიმდინარეობს ინტენსიური [[ფიზიკური გამოფიტვა]] და მძლავრი [[ჩამონაშალი]]ს წარმოშობა. მათი ნაზღვლევი ქედებს შორის ხშირად ზღუდარს წარმოქმნის და [[ქვაბული|ქვაბულებს]] ჯამისებრი ღრმულის მწკრივებად გარდაქმნის. დიდი მლაშე ტბის უდაბნოში [[დიუნა|დიუნებია]] გავრცელებული. ჩამონადენისა[[ჩამონადენი]]სა და [[ქედი|ქედების]] ნგრევის პროდუქტების გამოზიდვის არარსებობამ გამოიწვია ქვაბულების ქვიანი და ქვიშიან-თიხიანი მძლავრი წყებით ამოვსება, რომლებმაც ნაწილობრივ დამარხეს პირველადი მთის რელიეფი.
 
დიდი აუზის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, დიდწილად გაბატონებულია სუბტროპიკული, ჩრდილოეთით ზომიერი ჰავა. ზაფხული ცხელია, უღრუბლო, ზამთარი გრილია, ხშირი ნისლით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20–22 °C (მაქსიმალური 56,7 °C), იანვრის 0–2 °C (მინიმალური –30 °C, მთებში –60 °C-მდე). ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 200 მმ წელიწადში, ცალკეულ ქვაბულებში 100 მმ-ზე ნაკლებია, მთების დასავლეთ კალთბზე 500 მმ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_აუზი“-დან