ვირჯილიო კორბო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ვირჯილიო კორბო დაიბადა 1918 წლის 8 ივლისს იტალიის პოტენცაპოტენცის პროვინციის ქალაქ ავილიანოში. პალესტინაში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩამოვიდა. 1988 წელს მას წმინდა მიწაზე ყოფნის 50 წელი შეუსრულდა. რომში უმაღლესი განათლება მიიღო სპეციალობით ქრისტიანული აღმოსავლეთმცოდნეობა, რის შემდეგადაც მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფრანცისკანულ სემინარიაში და იერუსალიმის ფრანცისკალურ ბიბლიურ სკოლაში. კორბოს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წმინდა მიწაზე მრავალი ადგილის არქეოლოგიური გათხრები: მეცხვარეთა სადგომი ბეთლემთან (1946-1954), ამაღლების ადგილი ზეთისხილის მთაზე (1959), „იროდიუმი“, იროდი დიდის სასახლე და მავზოლეუმი (1962-1967), იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ადგილი, მკვდარი ზღვის პირას მდებარე იროდი მეფის სასახლე (1967-1981), ბიზანტიური ბაზილიკა და მონასტერი ნებოს მთაზე იორდანიაში. [[ბირ ელ-ყუტი]]ს [[ქართული მონასტერი პალესტინაში|ქართული მონასტრის]] ფრაგმენტები და [[პალესტინის ქართული წარწერები|წარწერები]], ბიზანტიური ბაზილიკა და მონასტერი ნებოს მთაზე იორდანიაში, ქრისტეს საფლავის ეკლესია, ძველი ქალაქი მაგდალინა.
 
ვირჯილიო კორბოს სახელი განსაკუთრებით დაუკავშირდა ორ წმინდა ადგილს წმინდა მიწაზე: უფლის საფლავი და იესოს ქალაქი. კაპერნაუმში კორბომ დაჰყო უკანასკნელი 23 წელი თავის განუყრელ ფრანცისკანელ მეგობართან სტანისლაო ლოფრედთან ერთად. მათ ერთად გათხარეს სოფელი და სინაგოგა. ქრისტეს პერიოდის სინაგოგის კვალი მიკვლეული იქნა დიდი სინაგოგის საძირკველში. ასევე რაც ყველაზე მთავარია აღმოჩენილ იქნა წმინდა პეტრეს სახლი, სადაც ცხოვრობდა ქრისტე როგორც ოჯახის წევრი. აღნიშნული სახლი იყო პირველი და ყველაზე დიდი თაყვანისცემის ადგილი ადგილობრივი ებრაელი ქრისტიანებისათვის.
 
ვირჯჯილიო კორბო გარდაიცვალა 1991 წლის 6 დეკემბერს, ხუთი თვის თავზე როცა დაუდგინდა მძმე ავადმყოფობა.
 
==ბიბლიოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვირჯილიო_კორბო“-დან