ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
 
[[ფაილი:Qartvelo deqit mtkiced da sheurkevlad.jpg|მინი|ლითონის დისკო წარწერით]]
1642 წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დატოვა სამეგრელო და იერუსალიმს გაემგზავრა. 1643-1649 წლებში ის იყო [[ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა]] და გოლგოთის ქართველ ბერთა წინამძღოლი. ზუსტად ამ პერიოდში მიჰყო ხელი მან წმინდა მიწაზე ქართველთა უმთავრესი სავანის — ჯვრის მონასტრის შეკეთება-განახლებას. ამის სამახსოვროდ ჯვარის მამამ მთავარ ტაძარში რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერა დატოვა. მათ შორის, ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც ეკლესიის შუაგულში, ზუსტად გუმბათის ქვეშ, იატაკის მოზაიკურ წყობაში იქნა ჩართული. 55 სმ დიამეტრის დისკოს წრიულად გასდევდა ლამაზი ასომთავრული ხელრთვით (ასოთა სიმაღლე 15 სმ სიმაღლის) შესრულებული, ალაგ-ალაგ დაქარაგმებული წარწერა: „მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(1643 წ.)“.
 
[[1650]] წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც [[1656]]-[[1657]] წ. [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] [[კათოლიკოსი]] ხდება. სამეგრელოში მოღვაწე თატინელთა ორდენის ბერების პრეფექტი ჯუზეპე მარია ძამპი წერდა: „დღევანდელი სამეგრელოს ბერები... ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულობის შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში.... ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის, სახელად ნიკიფორე ირბახის სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ–ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის 70 წლისა. აქვს არქიმანდრიტის, ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვრის მამას, ხალხი მას დიდ პატივსა სცემს. სამეგრელოს მთავრები მას თავის ვეზირად ან ელჩად ნიშნავენ, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში, შემოვლილი აქვს ევროპა".