პატარა დმანისის წმინდა თევდორეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი დმაინისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში.
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პატარა დმანისის წმინდა თევდორეს ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი დმაინისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში. ეკლესია ის...
(განსხვავება არ არის)

13:28, 28 ივლისი 2021-ის ვერსია

პატარა დმანისის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დმაინისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში.

ეკლესია ისტორიული ქალაქ დმანისის სამაროვანზე იდგა, ქალაქის კონცხის აღმოსავლეთით. დღეს საავტომობილო გზის აღმოსავლეთ ნაპირას დგას. ეკლესია დარბაზულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ბაზალტისა და ტუფის ქვით დუღაბზე. წყობის ჰორიზონტალობა არაა დაცული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. თაღის გადასაყვანად მოგვიანებით განახლების შედეგად აგური გამოუყენებიათ. სარკმელი სამია: აღმოსავლეთის გარედან სწორკუთხაა შიდნიდან თაღოვანი და წირთხლებგაფართოვებული. დასავლეთის და სამხრეთის სარკმლები ორივე მხრიდან თაღოვანია. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა გაკეთებული. კონქი მხრებზე გადასულ თაღზე იყო დაბჯენილი. ეკლესიის კამარა კი გრძივი კედლების შუაში გაკეთებულ წყვილ პილასტრის კაპიტელებზე დაყრდობილ თაღზე. ამჟამად ეკლესიის კამარა და კონქი აღარ შემორჩა, ასევე მორღვეულია კედლების ზედა ნაწილები. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. ფასადებში ჩადგმულია სხვადასხვა პერიოდის ორნამენტული ქვები, მათ შორის სტელის ფრაგმენტები.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38164