თუშები: განსხვავება გადახედვებს შორის

688 ბაიტი წაიშალა ,  1 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ციტატა|ფიზიკურად თუშები მაგარი და ჯანმრთელი ხალხია... თუშის ტიპი ქართულია. მას აქვს სახის სწორი მოყვანილობა, ფერით შავგვრემანია და ტანით საშვალ სიმაღლისა. მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია; იგი მტერს მტრულად უხვდება და მოყვარეს მოყვრულად. საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში თუში ზრდილი და თავაზიანია. მას უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა. თუში ამასთანავე მომჭირნეა, დროსა და ადგილას ანგარიშიანიც; ის აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში მარდი. თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით}}{{ფაქტი}}
 
ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში. ენა - ქათული, რელიგია - ქრისტიანული (მართლმადიდებლობა). თ-ის ისტორიული განსახლების არეალი აღმ. საქართველოს მთიანეთში შედის (კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ და პირიქით ქედებს შორის). ქართლის სამეფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV- III ს. მიჯნა) თუშეთი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. IV ს-ში იგი გაქრისტიანების გამო შევიწროვებული ფხოველების თავშესაფარი გახდა. თ. აქტიურად იბრძოდნენ საქართველოში შემოსული მტრების წინააღმდეგ, მათ ძირითად ფუნქციას ქვეყნის ჩრდ. საზღვრების დაცვა შეადგენდა. ისევე, როგორც აღმ. საქართველოს მთიანეთის სხვა მკვიდრნი, თ-ც ტერიტორიული თემების/ საზოგადოებების პრინციპით ცხოვრობდნენ. უშუალოდ ემორჩილებოდნენ სამეფო სახლს _ მათ შორის სოციალური დიფერენციაცია არ ყოფილა, თუშეთში არ იყვნენ თავადაზნაურები, სახელმწიფოს აქ თავისი მოხელე - მოურავი ჰყავდა.
 
თუშური მოსახლეობა ისტორიულად ორ ჯგუფად იყოფა: წოვათუშებად და ჩაღმათუშებად. ეს ორი ჯგუფი ეთნოგრაფიული, ყოფითი და კულტურული ტრადიციების მიხედვით თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვაობა მათ შორის ენობრივია: ჩაღმათუშები ერთენოვანნი არიან და მეტყველებენ ქართული ენის თუშურ (ჩაღმათუშურ) დიალექტზე, რ-იც ლინგვისტურად ფშაურ, ხევსურულ და მოხევურ დიალექტებთან ერთად ქართულ კილოთა ე. წ. ფხოვურ ჯგუფში ერთიანდება; წოვათუშები ორენოვანნი არიან. მათი საშინაო სალაპარაკო ენაა ნახური ჯგუფის ენათა თავისებური განშტოება - წოვათუშური ენა, ხოლო გარე ურთიერთობებში, განათლებისა და კულტურის სფეროში ისინი ქართულენოვანნი არიან.