იოანე I (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფლის]] ამბავში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს ჭელიშურ და სინურ (N/Sin50) ვერსიებში. [[ბოდი|ბოდში]] ნათელღებულმა [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფალმა]] სასიკვდილოდ დასნეულებული [[წმინდა ნინო]]საგან [[მირიან III|მირიან მეფის]] და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები [[მცხეთა]]ში ჩამოიტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში [[წმინდა ნინო]], სხვათა შორის, მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის [[ბოდი|ბოდში]] მთავარეპისკოპოსი („მამად-მთავარი“) საზიარებლად, რადგან იგი გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 102</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 24–25;</ref>
აქედანაც ჩანს, რომ მცდარია „[[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრებისეული]]“ და ჭელიშური ვერსიები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა იოანე ეპისკოპოსი თან ახლდა [[წმინდა ნინო]]ს მისი სამისიონერო მოღვაწეობის დროს [[აღმოსავლეთ საქართველო|აღმოსავლეთ]] [[საქართველო]]ს მთიანეთში. უფრო სწორი უნდა იყოს „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს შატბერდული რედაქციის ცნობა, რომ ნინოს იქ ასევე საბერძნეთიდან მოსული [[იაკობი (მთავარეპისკოპოსი)|იაკობ მღვდელი]] გაჰყოლია. შემდეგ ვკითხულობთ, რომ იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია [[ბოდი|ბოდში]] [[წმინდა ნინო]]ს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა, ერთი რამ კი სთხოვა, შენ შემდეგ იაკობ მღვდელმა დაიკავოს შენი ადგილიო. იოანეს თანდასწრებით მიუცია ნინოს სალომე უჯარმელისთვის [[მოციქულთასწორი ელენე|ელენე დედოფლის]] წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა და [[ძელი ცხორებისაჲ]], ნანა დედოფლისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ შესწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა ნინო [[ქრისტეს სისხლი და ხორცი|ქრისტეს სისხლსა და ხორცს]] და „წარიღო ესე საგზლად საუკუნოდ"საუკუნოდ“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324</ref>
იოანე მთავრეპისკოპოსი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს, „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს ყველა ვერსიის თანახმად, [[ბაკურ II|ბაკურ]] რევის ძის მეფობაში, რომელიც „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ და წარმოდგენილია მეფე მირიანის ძედ.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324;</ref><ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91;</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, 16;</ref><ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 131.</ref>