იოანე I (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|იოანე}}
'''იოანე მთავარეპისკოპოსი''' — [[ქართლი]]ს პირველი [[ეპისკოპოსი]] 326 წლიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით. ქართულ საისტორიო წყაროებში — „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ში და „[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]“-ში მისი სახელის ფორმაა „იოვანე“. ამასთან, „მოქცევაჲ ქართლისაჲ"ქართლისაჲ“-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოსად]], ხოლო „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ში — მხოლოდ ეპისკოპოსად. [[ბოდი]]დან მოწერილ თავის წერილში [[მირიან III|მირიან მეფის]] მიმართ, [[წმინდა ნინო]] იოანე ეპისკოპოსს უწოდებს „მამად-მთავარს და კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა“.<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 24</ref><ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 102.</ref>
 
==მთავარეპისკოპოსად მოღვაწეობა==
 
სამეფო ოჯახის ნათლობის შემდეგ, იოანე ეპისკოპოსმა და [[წმინდა ნინო]]მ მოთხოვეს ხე ჯვრის შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვა ხეებისგან განსხვავებით, ფოთლები არ ცვიოდა.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86;</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 14</ref>
როგორც „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–დან“-დან ვიგებთ, ეს ხე მოკვეთეს 25 მარტს, პარასკევ დღეს. მოგვიანებით, მაისის თვეში, მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა. სხვათა შორის, სწორედ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევის ზუსტი თარიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში, რადგან 25 მარტი პარასკევი დღე იყო 326 წელს. მაშასადამე, [[კონსტანტინე დიდი]]ს მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლში ჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა მომხდარიყო 326 წლის მარტში.<ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67;</ref><ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–სქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 156–163</ref>
 
სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ [[მირიან III|მირიან მეფე]] კვლავ აგზავნის ელჩობას კონსტანტინე დიდთან, ამჯერად, ქვისმთლელთა და კირით-ხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა, შესაძლოა სწორი იყოს „[[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრების]]“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვიღაც წარჩინებული შედიოდნენ. ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთა ფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს. ამ ამბით შეწუხებულ [[მირიან III|მირიან მეფეს]] იოანე მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა, აუწყა რა, რომ მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და [[ელია წინასწარმეტყველი]]ს ხალენი.
 
ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფლის]] ამბავში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს“-ს ჭელიშურ და სინურ (N/Sin50) ვერსიებში. [[ბოდი|ბოდში]] ნათელღებულმა [[სოჯი დედოფალი|სოჯი დედოფალმა]] სასიკვდილოდ დასნეულებული [[წმინდა ნინო]]საგან [[მირიან III|მირიან მეფის]] და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები [[მცხეთა]]ში ჩამოიტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში [[წმინდა ნინო]], სხვათა შორის, მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის [[ბოდი|ბოდში]] მთავარეპისკოპოსი („მამად-მთავარი“) საზიარებლად, რადგან იგი გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 102</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 24–25;</ref>
აქედანაც ჩანს, რომ მცდარია „[[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრებისეული]]“ და ჭელიშური ვერსიები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა იოანე ეპისკოპოსი თან ახლდა [[წმინდა ნინო]]ს მისი სამისიონერო მოღვაწეობის დროს [[აღმოსავლეთ საქართველო|აღმოსავლეთ]] [[საქართველო]]ს მთიანეთში. უფრო სწორი უნდა იყოს „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს“-ს შატბერდული რედაქციის ცნობა, რომ ნინოს იქ ასევე „საბერძნეთიდან" მოსული [[იაკობი (მთავარეპისკოპოსი)|იაკობ მღვდელი]] გაჰყოლია. შემდეგ ვკითხულობთ, რომ იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია [[ბოდი|ბოდში]] [[წმინდა ნინო]]ს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა, ერთი რამ კი სთხოვა, შენ შემდეგ იაკობ მღვდელმა დაიკავოს შენი ადგილიო. იოანეს თანდასწრებით მიუცია ნინოს სალომე უჯარმელისთვის [[მოციქულთასწორი ელენე|ელენე დედოფლის]] წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა და [[ძელი ცხორებისაჲ]], ნანა დედოფლისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ შესწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა ნინო [[ქრისტეს სისხლი და ხორცი|ქრისტეს სისხლსა და ხორცს]] და „წარიღო ესე საგზლად საუკუნოდ".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324</ref>
იოანე მთავრეპისკოპოსი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს, „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს“-ს ყველა ვერსიის თანახმად, [[ბაკურ II|ბაკურ]] რევის ძის მეფობაში, რომელიც „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ და წარმოდგენილია მეფე მირიანის ძედ.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324;</ref><ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91;</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, 16;</ref><ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 131.</ref>
 
[[2014]] წელს [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იოანე I წმინდანად შერაცხა<ref>[http://ghn.ge/news-109538.html წმინდა სინოდმა მღვდელმთავარი იოანე წმინდანად შერაცხა]. „ჯი-ეიჩ-ენი“. 03.06.14</ref>.
==წყაროები==
 
* მოქცევაჲ ქართლისაჲ , ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963;
* მოქცევაჲ ქართლისაჲ , შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
* მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007;