გულანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''გულანი''' — ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები — [[სახარება]], [[საქმე მოციქულთა]], მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის [[საგალობელი|საგალობლები]], [[მარხვანი]] და [[ზატიკი]], საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.
 
გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთარცერთ სხვა ეკლესიას არ აქვს. ამიტომაც გაოცებულა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (XVII საუკუნე), რომელსაც ქართულ ეკლესიაში კლიროსზე დასვენებული ვეებერთელა წიგნი უნახავს. ჩვენამდე მოღწეულია [[გელათის მონასტერი|გელათის]], [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]], [[მცხეთა|მცხეთის]], [[ალავერდი (მონასტერი)|ალავერდის]], [[კაცხის ტაძარი|კაცხის]], [[მარტვილი]]ს, [[შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი|შემოქმედი]]ს, [[ბედიის გულანი|ბედიისა]] და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება „ჟამნ-გულანი“ (შეიცავს „ჟამნსა“ და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის „ჟამნ-გულანი“). [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს განმარტებით, გულანი „გულთ სანდომად შეკრებული წიგნია“.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გულანი“-დან