ლიონელ მესი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(213.200.15.5-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
მესი [[2005]] წლის [[ფიფა-ს ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი|ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის]] საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ეროვნულ ნაკრებში]] დამკვიდრდა. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინელთა]] მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატზე]] გოლის გატანა შეძლო. [[2008]] წელს, [[პეკინი|პეკინში]] მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის [[კოპა ამერიკა]]ზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა,. ამასთან, როგორც 4 გატანილი გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა და, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.
 
=== ადრეული წლები ===