ჯვრის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 75:
 
[[ფაილი:Monastery of the Cross (Jerusalem).jpg|მინი|ჯვრის მონასტერი სამრეკლოს აგებამდე]]
ჯვრის მონასტერი საბოლოოდ დაიკარგა XVIII საუკუნის დასაწყისში და გადადის ბერძნების ხელში. [[ოსმალეთის იმპერია|თურქ-ოსმალების]] მიერ მონასტრებისთვის დაწესებული გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ მისი გადახდა ბერძნებმაც კი ვერ შეძლეს და საპატრიარქო კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ყველაზე მეტად გაძლიერებული იყო სომხური ეკლესია – სომხები ვაჭრობდნენ, ჰქონდათ ბევრი შემოსავალი და მათ ბევრი სიწმიდის შენარჩუნება შეძლეს. საქართველოში მაშინ მძიმე პერიოდი იდგა და ძალიან გაჭირდა აქედან მონასტრის შენახვა. ქართველთა გავლენა თანდათან შესუსტდა და ბოლოს, XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და [[იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია|იერუსალიმის საპატრიარქოს]] დაექვემდებარა. [[1855]] წელს აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა [[1908]] წლამდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკებზე შლიდნენ ქართულ კვალს. 1891-1892 წლებში სირიასა და პალესტინაში არქეოლოგიური ექსპედიციით იმყოფებოდა [[ნიკოდიმ კონდაკოვი]], რომლის დროსაც ფოტოგრაფმა [[ივანე ბრეშჩნივსკი]]მ ძეგლს გადაუღო ცხრა (№№ 848-856) ფოტო<ref>Кондаков Н., Археологичесое путешествие по Сирии и Палестине, 1904</ref>. ფოტოების ნაწილი ნ. კონდაკოვს გამოქვეყნებული ჰქონდა თავის ნაშრომში. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. [[1960]] წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია]] (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).
 
არსებობს ანდერძი იერუსალიმის პატრიარქ [[დოსითეოზ იერუსალიმელი|დოსითეოზისა]], რომელშიც ის წერდა: „მონასტერი ეკუთვნით იბერიელებს და, თუ მათ ოდესმე გაუჩნდებათ სახსარი და სურვილი, ჩვენ მონასტერი მათ უნდა გადავცეთო“.