'''წავი''' ({{lang-la|Lutra lutra}}) — მტაცებელი ძუძუმწოვარი [[კვერნისებრნი|სამხარასებრთაკვერნისებრთა ოჯახისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 55-95 სმ, მასა 6-10 კგ. ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს. ზურგის მხარე მუქი მურა აქვს, მუცელი ღია, ვერცხლისფერი. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]სა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. [[საქართველო]]ში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად 2300 მ-მდე აღწევს. არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად [[ტბა|ტბებს]]. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით. მაკეობა 8-10 კვირას გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს სამ ნაშიერს. ბეწვი ძალზე ლამაზი და გამძლეა.