კონსტანტინე კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერიპოლიტიკოსი}}
[[ფაილი:კონსტანტინე კანდელაკი.jpg|300პქ|მინი|კონსტანტინე კანდელაკი ]]
'''კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი''' (დ. [[14 მაისი]], [[1883]], დაბა [[სამტრედია]], [[ქუთაისის მაზრა]] — გ. [[11 ოქტომბერი]], [[1958]], [[შვეიცარია]]) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, მეცნიერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, [[საქართველოს ფინანსთა სამინისტრო|ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი]].
 
==ბიოგრაფია==
დაიბა და აზნაურის ოჯახში. მისი წინაპერბი სასულიერო პირები იყვნენ. მშობლები იყვნენ პლატონ იოანეს ძე კანდელაკი და ნატალია ქაჯაია. ჰყავდა ოთხი წლით უმცროძი ძმა სიმონი. 1891 წელს ბავშვები დაავადდნენ ქუნთრუშით. ავადმყოფობა გადაედო მათ დედას, რომელიც გარდაიცვალა. ბავშვებს ზრდიდა მამა, რომელსაც მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი შეეძინა.
სოციალ-დემოკრატი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი დაიბადა 1883 წელს, [[სამტრედია|სამტრედიაში]]. იგი პლატონ კანდელაკისა და ნატალია ქაჯაიას უფროსი შვილია. 1890-იან წლებში სწავლობდა [[ქუთაისის სემინარია|ქუთაისის სემინარიაში]]. შემდეგ [[მოსკოვი|მოსკოვში]] დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის ლიდერი. [[1909]] წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი – „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”. [[1914]] წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე კანდელაკის მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში“.
 
1890-იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. უმაღლესი განათლება მიიღო [[მოსკოვი|მოსკოვში]]. სტუდენტობის დროს მიემრხო რევოლუციურ და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას. უმაღლესი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში ჩაება კოოპერატიულ მოძრაობაში და ახალგაზრდა ასაკში გახდა მისი ლიდერი. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი – „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”. პრესა მოწონებით შეხვდა წიგნს. [[1914]] წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე კანდელაკის მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში“.
 
კონსტანტინე კანდელაკი ჯერ ფინანსთა და ვაჭრობა–მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის მოადგილე იყო, [[1919]] წლის [[21 მარტი]]დან კი იგი უკვე მინისტრია. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. ეროვნული ვალუტის შექმნისთვის მზადება, მისი უშუალო მონაწილეობით, ჯერ კიდევ 1918 წლის მაისის მიწურულიდან დაიწყო. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“. ფულის ნიშნების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა მხატვარ [[იოსებ შარლემანი|იოსებ შარლემანის]] ესკიზებმა. [[1919]] წლის ივლისში გამოშვებულ ქართულ ბონებს სწორედ ისინი დაედო საფუძვლად. ქართული ფულის ერთეულის განმტკიცებისათვის საჭირო იყო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან კრედიტის აღება. კონსტანტინე კანდელაკმა ამ მიზნით იმოგზაურა ევროპაში და საქართველოსთვის კრედიტი [[ინგლისი|ინგლისიდან]] მოიპოვა.
Line 11 ⟶ 13:
 
უცხოეთში კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ემიგრაციის პერიოდულ ორგანოებში – „ბრძოლა“, „ბრძოლის ხმა“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“ – გამოქვეყნებულია მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის წერილები. მაგრამ იგი არ შემოფარგლულა მხოლოდ ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით. მას, როგორც მეცნიერსა და ეკონომიკის თეორეტიკოსს, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება:
*„რას ამბობენ ფაქტები“ (საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებიდან), [[პარიზი]], [[1927]]
*„ეკონომიური კრიზისი“, [[პარიზი]], [[1932]]
*„საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 1: ტერიტორია და მოსახლეობა, [[პარიზი]], [[1935]]. ეს ნაშრომი წარმოადგენს მეცნიერის მიერ „საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“ წრეში წაკითხული ლექციების ერთ ნაწილს. ამ მონოგრაფიის მეორე წიგნი –„დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა“ გამოიცა ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1960 წელს, პარიზში.
 
გარდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის შრომებისა კონსტანტინე კანდელაკს ეკუთვნის მეტად მნიშვნელოვანი ისტორიულ–პოლიტიკური შინაარსის მქონე ინგლისურენოვანი ფუნდამენტური გამოკვლევა „The Georgian Question before The Free World“ - „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“. წიგნი პირველად [[1953]] წელს პარიზში გამოიცა და საქართველოს ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პერიოდებს ასახავს, როგორიცაა 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვება, ემიგრირებულთა შემდგომი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა უცხოეთში. [[2012]] წელს კონსტანტინე კანდელაკის ეს ნაშრომი ქართულ ენაზე გამოიცა თბილისში. წიგნში ასახული დოკუმენტური მასალა წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებული ფაქტების, პუბლიკაციების, მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ერთა ლიგის მიერ მიღებული რეზოლუციების კომპილაციას.
Line 22 ⟶ 21:
 
[[საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]] ინახება კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა [[რაჟდენ არსენიძე|რაჟდენ არსენიძესთან]], [[ალექსანდრე კორძაია|ალექსანდრე (სანდრო) კორძაიასთან]], [[აკაკი პაპავა|აკაკი პაპავასა]] და [[პავლე სარჯველაძე|პავლე სარჯველაძესთან]]. წერილების შინაარსი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საქმიანობის [[1956]]–[[1958]] წლებს შორის პერიოდს შეეხება. მიმოწერის გეოგრაფიული არეალია პარიზი –[[მიუნხენი]] და პარიზი – [[ბუენოს აირესი]]. წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართველი ემიგრანტები მათი უკვე ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ აქტიურად არიან ჩაბმული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში. მიმოწერის ავტორები ქართული ემიგრაციის ამოცანებზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ემიგრაციამ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა გააცნოს საქართველოს საკითხი, რათა მეტი მხარდამჭერი და დამცველი ჰყავდეს იმ წრეში, რომელსაც სამომავლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება.
 
ან. ჟორჟოლიანი ახასიათებს მას:
 
„''კონსტანტინე კანდელაკს ჰქონდა დიდი ადამიანის საუკეთესო თვისებები: იყო მოვალეობის კაცი, განათლებული, შეგნებული, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი, პატრიოტი, გულწრფელი, პატიოსანი, ერთგული, მიუდგომელი, მომთმენი, თავმდაბალი, დინჯი და მასთან – რაც წარმოადგენს ადამიანის კარგ თვისებას – მხიარული და ხუმარაც... კოწია იყო ზედმიწევნით სასიამოვნო პიროვნება – მან არ იცოდა თუ რა იყო შური, სიძულვილი, ადამიანის ლანძღვა ან ვინმეს დამცირება. პატივით ეპყრობოდა ყველას, მათში მის მოწინააღმდეგეთ. იყო საუკეთესო მეგობარი და კარგი ამხანაგი''“
 
ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა [[1958]] წლის [[11 ოქტომბერი|11 ოქტომბერს]], [[შვეიცარია|შვეიცარიაში]] (ლოზანაში), სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ნეშტი გადმოასვენეს [[ლევილი|ლევილში]], [[საფრანგეთი]], და 18 ოქტომბერს იქვე დაკრძალეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელების დიდძალი საზოგადოების თანდასწრებით.
 
==ოჯახი==
კონსტანტინე კანდელაკის უმცროსი ძმა იყო [[სიმონ კანდელაკი]] ([[1887]] –[[1946]]), გამოჩენილი ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1913 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა [[რომი|რომში]], [[ლონდონი|ლონდონში]], [[პარიზი|პარიზსა]] და [[ჰამბურგი|ჰამბურგში]]. იგი იყო ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმისა და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საერთოდ საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
 
==ნაშრომები==
==ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი==
*„რას ამბობენ ფაქტები“ (საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებიდან), [[პარიზი]], [[1927]]
*[[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია]], წევრი ([[1904]])
*„ეკონომიური კრიზისი“, [[პარიზი]], [[1932]]
*საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი ([[1918]])
*„საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 1: ტერიტორია და მოსახლეობა, პარიზი, 1935.
*[[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება]], წევრი ([[1919]])
*The Georgian Question before the free world, Paris, 1953
*„საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 2: დამოუკიდებელი საქართველო, პარიზი, 1960
 
==ლიტერატურა==
==ბიბლიოგრაფია==
*მურისიძე, შორენა. კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.50-70.
*კანდელაკი კონსტანტინე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.112-113.
*კანდელაკი, კონსტანტინე. ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე : (აქტები - დოკუმენტები - მტკიცებულებები)/მთარგმნ. ვერონიკა შნაიდერი. - თბ., 2012. - 1953 წლის რეპრინტული გამოცემა.
*{{წიგნი | ავტორი=[[გურამ შარაძე|შარაძე გ.]] | ტომი=II| სათაური=უცხოეთის ცის ქვეშ| გამომცემლობა=„მერანი“ |ადგილი=თბილისი |წელი=1993| origyear=| isbn=| edition=|გვერდები=77-97|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303885}}
*გ.შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, – თბ., 1993. –გვ. 77-97.
*კანდელაკი კონსტანტინე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.112-113.
*მურისიძე, შორენა. კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.50-70.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://diaspora.gov.ge/?p=2579 კონსტანტინე კანდელაკის ბიოგრაფია]
* {{nplg ბიოგრაფია|11765}}
* [http://diaspora.gov.ge/?p=2579 კონსტანტინე კანდელაკის ბიოგრაფია]
 
{{DEFAULTSORT:კანდელაკი, კონსტანტინე}}
Line 55 ⟶ 53:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1958]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 11 ოქტომბერი]]
[[კატეგორია:საქართველოს ეკონომიკისფინანსთა მინისტრები]]
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
[[კატეგორია:სამტრედიაში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ქართველი სოციალისტები]]
[[კატეგორია:რსდმპ-ის წევრები]]