წაქვის კვირაცხოვლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წაქვის კვირაცხოვლის ეკლესია''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[წაქვა|წაქვის]] სასაფლაოზე. დათარიღებულია ([[XIX საუკუნე|XIX საუკუნით]]), ეკლესია [[დარბაზული ეკლესია|დარბაზული]] ტიპისაა. აღდგენილია [[XXI საუკუნე]]ში.
 
== აღწერილობა ==
ეკლესია შვერილაფსიდიანი [[დარბაზული ეკლესია|დარბაზული]] ტიპისაა. აღდგენილია [[XXI საუკუნე]]ში. კედლის კუთხეების, ფანჯრის ღიობების ასაგებად გამოყენებულია აგური. ეკლესიის გარეთა ფასადი სხვადასხვა ფორმის ქვის ფილების წყობითაა დაფარული. ტაძარი ხელოვნურად გაკეთებულ ამაღლებულ ბაქანზე დგას. მას დასავლეთიდან რამდენიმე საფეხურანი კიბე აქვს მიდგმული. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთ ფასადზე გაჭრილი თაღოვან კარის ღიობებიდანაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები ორი წყვილი ყრუ თაღითაა გაფორმებული. ორ პილასტრზე დაყრდნობილი ყრუ თაღი ქმნის ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს. თაღოვანი სარკმელის თავზე აგურის ყრუ თაღი გადადის და მის თავზე ჯვარია განთავსებული. მსგავსი ტიპის ორ-ორი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ფაადზეა განლაგებული. აღმოსავლეთ ფასადის შვერილი აფსიდის ცენტრში მაღალი სარკმელი გადახურულია თუნუქის ფილებით. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია დანარჩენი სივრცისგან. სანკელი ქვისგანაა აშენებული და რელეიფური ორნამენტებითაა დაფარული. ანკელის ცენტრში ჯვარია განთავსებული. ეკლესიის გარეთ აღმართულია ბრინჯაოს ზარი. ტაძრის გარეთ სოფელ წაქვას სასაფლაო მდებარეობს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==