მიქელწმინდის წმინდა მიქაელის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწმინდაში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''წმინდა მიქაელის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწმინდაში. ეკლესია ადგილობრივი ბერძნების...
(განსხვავება არ არის)

08:50, 25 ივლისი 2021-ის ვერსია

წმინდა მიქაელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწმინდაში. ეკლესია ადგილობრივი ბერძნების მიერ XIX საუკუნეშია აგებული.

ეკლესია წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძლებულ დარბაზული ტიპის მოზრდილ ნაგებობას. ეკლესია ნაშენია მომწვანო ფერის ადგილობრივი ქვით, რომელიც ერთი მხრით დაუმუშავებიათ, ხოლო კარ-სარმელთა საპირეები და ტაძრის კუთხები თლილი ქვით არის ამოყვანილი. შესასვლელი კარის სამხრეთ-დასავლეთით არის გაჭრილი, კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხა. სამხრეთი და ჩრდილოეთ კელდებზე გაუჭრიათ საკმარისად ფართო სარკმლები, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდი უსარკმლოა (შესაძლოა ეს გვიანდელი ჩარების კვალს წარმოადგენდეს), დასავლეთ კედელზე ყოფილი სარკმელი, რომლის ღიობის ქვედა ნაწილი ძველი კედლის ნაწილზეა დარჩნილი, რაზედაც გვიანდელი ბეტონის კვადრებით ნაგები უფრო თხელ კედელი ამოუყვანით. ტაძარს აქვს საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც ტაძრის კელდების სივრცისგან გამოყოფოლია აფსიდის კედლების გასქელებით, აფსიდში ორი მოზრდილი ნიშაა განთავსებული, კიდევ ერთი უფრო მცირე ნიშაა აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილზე. საკუთხეველის იატაკი დარბაზისგან მცირედით არის შემაღლებული, იგი ჩვეულებისამებრ შემაღლებული არაა. ეკლესიის აფსიდს არ აქვს კონქი, რომლიც დასავლეთი კელდისგან განსხვავებით აღარ შეუკეთებიათ და აქ ხის მასალით შეუვსიათ დანგრეული ადგილები, რომელიც დღეისათვის ჩამოვარდნილია და კედლის ნაწილი ღიადაა დარჩენილი. ინტერიერი შელესილია გაჯით და კელდები შეთეთრებულია. ტაძრის სამხრეთით, რამდენიმე მეტრში დგას ტაძრის მშენებლობის დროინდელი სამრეკლო ფანჩატური.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38176