ლევან მაღალაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
მსახურობდა [[თერგი]]ს კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟის პირველ პოლკში. მონაწილეობდა [[1900]]-[[1901]] წლებში. [[ჩინეთი|ჩინეთზე]] ლაშქრობაში და [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის 1904–1905 წლების ომში]] (ამურის კაზაკთა ჯარის შემადგენლობაში). [[1909]] წლის 1 იანვრისთვის ლევან მაგალოვი თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟას პირველი პოლკის პოდიასაული იყო; იმავე წლის 24 ივლისისთვის – შტაბს–რიტმისტრი. 1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. [[1916]] წლის 19 დეკემბრიდან გახდა ცხენოსანი პოლკის პოდპოლკოვნიკი, [[1916]] წლის 11 სექტემბერს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, [[1917]] წლის 5 ივლისს კი დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად.
 
ლევან მაღალაშვილი [[თებერვლის რევოლუცია|1918]] წლის თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ თეთრ მოძრაობას შეუერთდა, მაგრამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იგი ქართული ჯარის რიგებში ჩადგა. [[1919]] წლიდან გენერალ–ლეიტენანტია. მეთაურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია, როგორც „ველური დივიზია“), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს [[ბოლშევიკები|ბოლშევიკების]] წინააღმდეგ.
 
სამხედრო დამსახურებისთვის ლევან მაღალაშვილი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV, წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაფთით, [[1915]]) ხარისხების ორდენებით.
 
[[1921]] წლიდან ლევან მაღალაშვილი ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა [[გერმანია]]ში, [[მიუნხენი|მიუნხენში]]. გარდაიცვალა მიუნხენის სანატორიუმში [[ჭლექი|ჭლექით]]. დაკრძალულია იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე. დაქორწინებული იყო ([[1907]] წლის 29 აპრილი) სოფიო ნიკოლოზის ასულ ბარათაშვილზე ([[1884]]–[[1977]]). ჰყავდათ ერთი ვაჟი – ნიკოლოზი.
 
==ლიტერატურა==