ტოპოგრაფიული რუკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Topographic map example.png|მინი|ტოპოგრაფიული რუკა კონტურის ხაზებით]]
'''ტოპოგრაფიული რუკა''' — უნივერსალური დანიშნულების [[ზოგადგეოგრაფიული რუკა]] ადგილის დეტალური გამოსახულებით. დაწვრილებითაა მოცემული [[ხმელეთხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] ბუნებრივი და ხელოვნური [[რელიეფი]], ასევე ზოგირთიზოგიერთი სხვა ბუნებრივი, სამეურნეო და კულტურული ობიექტი. ხშირად სხვა რუკების საფუძველია.<ref>ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 336.</ref> განკუთვნილია მრავალმიზნობრივი სამეურნეო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და თავდაცვითი მიზნებისათვის. ტოპოგრაფიული რუკები იქმნება სიბრტყეზე ფიზიკური სხეულების პროექტირების კანონებზე. აქვს [[საყრდენი გეოდეზიური ქსელი]] და [[ტოპოგრაფიული პირობითი აღნიშვნები|აღნიშვნების სტანდარტული სისტემა]].<ref>[https://bigenc.ru/geography/text/4197453 Топографическая карта | Большая российская энциклопедия]</ref>
 
ხმელეთის ტოპოგრაფიული რუკების შინაარსის ელემენტებია: სარდენისაყრდენი გეოდეზიური პუნქტები, [[რელიეფი]], [[ჰიდროგრაფია]], [[მცენარეული საფარი]], [[გზა|გზები]], საზღვრები, სამეურნეო და კულტურის ობიექტები. ტოპოგრაფიულ რუკებს იყენებენ როგორც საფუძველს, თემატური რუკების, რელიეფის ციფრული მოდელის, [[GIS]]-ების ციფრული რუკების შესადგენად.<ref>გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2011, გვ. 198</ref>
 
ტოპოგრაფიული რუკები მასშტაბის შესაბამისად იყოფა შემდეგ ტიპებად: