გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი''' — სახლ-მუზეუმი საქართველოში დუშეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში. და...
(განსხვავება არ არის)

07:31, 24 ივლისი 2021-ის ვერსია

გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი — სახლ-მუზეუმი საქართველოში დუშეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში. დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა.[1] იგი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები. შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით.შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისაგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომლებიც შენობის II და III სართულებს, ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო