1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
== 1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში ==
===მოძრაობის ხელმძღვანელები სოხუმის ოკრუგში===
[[1905]] წლის რევოლუცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთშიც. სოხუმის ოკრუგში რევოლუციის ძირითად ეპიცენტრებს ქალაქი [[სოხუმი]] და [[გუდაუთა]] წარმოადგენდა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] [[ბათუმი|ბათუმის]] კომიტეტის სოხუმის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც აფხაზი თავადი, შემდგომში [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] აქტიური პოლიტიკოსი, სოხუმის ოკრუგის მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების დეპუტატი, [[არზაყან ემუხვარი|დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი]] ედგა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგნენ სოციალ-დემოკრატები, შემდეგში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრები, ცნობილი მასწავლებელი [[ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე]], [[ლავროსი კიღურაძე]], [[სამსონ მაღნარიძე]], [[ვასო გორდელაძე]] და [[ლევან გოთოშია]], [[იოსებ კვარაცხელია]].
 
[[1904]]-[[1905]] წლების მიჯნაზე აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებისა და რევოლუციური მოძრაობის ფორმირებაში მონაწილეობდა სოხუმის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე, შემდეგში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] მეთაური და დამფუძნებელი კრების წევრი, [[ვალიკო ჯუღელი]]. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ჯუღელი გიმნაზიიდან და ოკრუგიდან გააძევეს.
ხაზი 20:
გუდაუთაში რევოლუციურ მოძრაობას სოციალ-დემოკრატი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ეროვნებით აფხაზი [[ვასილ გურჯუა]] ხელმძღვანელობდა.
 
[[სოხუმის ოკრუგი|სოხუმის ოკრუგში]] რევოლუციურ მოძრაობაში ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მონაწილეობდა, პროცესში მხოლოდ არზაყან ემხვარიემუხვარი, ვასილ გურჯუა და კიდევ რამდენიმე აფხაზი პოლიტიკოსი იყო ჩართული. ოკრუგის ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აფხაზთა დიდი ნაწილი ერთგულებას უცხადებდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს. ამ ტენდენციის მიზეზად აფხაზ მოსახლეობაში არისტოკრატიის დიდი გავლენა სახელდებოდა, რომელიც საიმპერიო რეჟიმისადმი ლოიალურად იყო განწყობილი. ამასთან ხელისუფლება [[XIX საუკუნე]]ში აფხაზეთში განხორციელებული მოსახლეობის იძულებითი გადასახლების, [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირობის]] შემდეგ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს განსაკუთრებული საპოლიციო დაკვირვების ქვეშ ტოვებდა და თავისუფლად მოქმედების სივრცეს უზღუდავდა.
 
=== რევოლუციური მოძრაობის მოქმედებები სოხუმის ოკრუგში===