შრომის თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ ნკანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ოის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.</ref> მოსაქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.</ref> კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმათვლობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლოა კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევს უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.<ref>„საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117<ref>
 
===საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციებისკანონმდებლობის მიხედვით===
 
საბჭოთა სამართლის თავისებურება ის იყო, რომ შრომა განიხილებოდა როგორც უფლება, ისე მოვალეობაც. ფაქტობრივად ინგონირებული იყო შრომის თავისუფლების პრინციპი. სამართალი განამტკიცებდა იძულებით შრომას, რაზედაც მეტყველებს საბჭოთა სისხლის სამართალში არსებული ნორმები, რითაც ისჯებოდა ადამიანი, რომელსაც გააჩნდა შრომის უნარი, მაგრამ არ შრომობდა. საზოგადოდ შრომა წარმოადგენდა ნორმატიულ იძულებას. ამაზე მეტყველებს საბჭოთა სინამდვილეში გაბატონებული პრინციპი: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. შრომის მნიშვნელობაზე, ადამიანთა და საზოგადოდ სახელმწიფოს არსებობისათვის, მაგრამ განსხვავება საბჭოთა სამართლისგან იმაშია, რომ შრომა აღნიშნულ კონსტიტუციაში არ იყო გაგებული, როგორც ნორმატიული მოვალეობა. საბჭოთა სამართლის მიხედვით, შრომის უფლება ფორმალურად წამროადგენდა სახელმიფოს მიერ გარანტირებულ უფლებას. ადამიანის ქონებრივი მდგომარეობა, როგორი მაღალიც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ვალდებული იყო ეშრომა.
 
===საქართველოს 1995 წლის კონსიტიტუციის მიხედვით===
 
==რესურსები ინტერნეტში==