შრომის თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
==შრომის თავისუფლება საქართველოში==
 
შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ ნკანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ოის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.</ref> მოსაქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.</ref> კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმათვლობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლოა კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევს უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.<ref>„საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117, https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801430?publication=0</ref>
 
==სქოლიო==