ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| commons =
}}
'''ორაგული''' ({{lang-la|Salmo}}) — [[თევზები]]ს გვარი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია [[წყნარი ოკეანე|წყნარი]] და [[ატლანტის ოკეანეებისოკეანე]]ების ჩრდილო ნაწილის აუზის [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროში]], იშვიათად [[ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში]]; მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია ბუნებრივი არეალის მიღმა. ზურგის ფარფლში 17-ზე ნაკლები სხივი აქვთ. გამრავლების პერიოდში ღებულობენ ღია საქორწინო შეფერილობას. ტოფობენ მდინარეებში, ნაყოფიერება დაბალია. რიგი გამსვლელი ორაგული ქმნის სუფთა მტკნარწყლიან ფორმას. არსებობს სეზონური ფორმებიც.<ref>[https://bigenc.ru/biology/text/2158782 Лососи || Большая российская энциклопедия]</ref> აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია: [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], [[შავი ზღვის ორაგული]], [[ჩრდილოეთის ორაგული]], [[კუმჟა]] და სხვა.<ref>[https://www.fishbase.in/identification/SpeciesList.php?genus=Salmo Fish Identification: Find Species]</ref> საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია [[შავი ზღვის ორაგული]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[მდინარის კალმახი]], [[ტბის კალმახი]], [[რიპუსი]], [[პელიადი]], [[ლადოგური სიგი]]. ორაგული რეწვის, სპორტული თევზჭერისა და აკვაკულტურის მნიშვნელოვანი ობიექტია. ზოგიერთი სახეობის რაოდენობა მცირდება, ზოგიერთი დაცვის ქვეშაა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.
 
==სქოლიო==