ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| commons =
}}
'''ორაგული''' ({{lang-la|Salmo}}) — [[თევზები]]ს გვარი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო ნაწილის აუზის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იშვიათად [[ჩრდილოჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში]]; მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია ბუნებრივი არეალის მიღმა. ზურგის ფარფლში 17-ზე ნაკლები სხივი აქვთ. გამრავლების პერიოდში ღებულობენ ღია საქორწინო შეფერილობას. ტოფობენ მდინარეებში, ნაყოფიერება დაბალია. რიგი გამსვლელი ორაგული ქმნის სუფთა მტკნარწყლიან ფორმას. არსებობს სეზონური ფორმებიც. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია: [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], [[შავი ზღვის ორაგული]], [[ჩრდილოეთის ორაგული]], [[კუმჟა]] და სხვა. საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია [[შავი ზღვის ორაგული]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[მდინარის კალმახი]], [[ტბის კალმახი]], [[რიპუსი]], [[პელიადი]], [[ლადოგური სიგი]]. ორაგული რეწვის, სპორტული თევზჭერისა და აკვაკულტურის მნიშვნელოვანი ობიექტია. ზოგიერთი სახეობის რაოდენობა მცირდება. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.