ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ტაქსოდაფა
| სახელი =ორაგული
| სურათის ფაილი = Salmo salar.jpg
| სურათის წარწერა =Salmo salar
| სურათის აღწერა = Salmo salar
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =[[ქორდიანები]]
| commons =
}}
'''ორაგული''' ({{lang-la|Salmo}}) — [[თევზები]]ს გვარი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო ნაწილის აუზის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იშვიათად [[ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში]]; მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია ბუნებრივი არეალის მიღმა. ზურგის ფარფლში 17-ზე ნაკლები სხივი აქვთ. გამრავლების პერიოდში ღებულობენ ღია საქორწინო შეფერილობას. ტოფობენ მდინარეებში, ნაყოფიერება დაბალია. რიგი გამსვლელი ორაგული ქმნის სუფთა მტკნარწყლიან ფორმას. არსებობს სეზონური ფორმებიც. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია: [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], [[შავი ზღვის ორაგული]], [[ჩრდილოეთის ორაგული]], [[კუმჟა]] და სხვა. საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია [[შავი ზღვის ორაგული]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[მდინარის კალმახი]], [[ტბის კალმახი]], [[რიპუსი]], [[პელიადი]], [[ლადოგური სიგი]]. ორაგული რეწვის, სპორტული თევზჭერისა და აკვაკულტურის მნიშვნელოვანი ობიექტია. ზოგიერთი სახეობის რაოდენობა მცირდება. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.
'''ორაგული''' ({{lang-la|Salmo}}) — [[თევზები]]ს გვარი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა. გვარში 7 (ან 10) სახეობაა, რომელთაგან ყოფილ [[სსრკ]]-ში 4 (ან 5) გვხვდება: საკუთრივ ორაგული, [[კუმჟა]], [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], მიკიჟი ბინადრობენ [[ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილო ყინულოვანი]], [[ატლანტის ოკეანე|ატლანტისა]] და [[წყნარი ოკეანე]]ების ჩრდილოეთ ნაწილში, [[შავი ზღვა|შავი]], [[კასპიის ზღვა|კასპიისა]] და [[არალის ზღვა|არალის ზღვის]] აუზებში. [[საქართველო]]ში ბინადრობს ორაგულის 1 ქვესახეობა — შავი ზღვის ორაგული (Salmo Fario morpha labrax ან Salmo trutta labrax) და 1 აკლიმატიზებული სახეობა — ფოლადისთავა ორაგული (Salmo gardneri). შავი ზღვის ორაგულის სიგრძე 110 სმ. მასა — 24 კგ აღწევს (ჩვეულებრივ 6-8 კგ). ტოფობს [[შემოდგომა]]-ზამთარში. გასამრავლებლად შედის [[ჭოროხი|ჭოროხში]], [[ენგური|ენგურში]], [[კოდორი|კოდორში]], [[მჭიშთა]]ში, [[ბზიფი|ბზიფში]] და სხვა მდინარეებში.
 
მას შემდეგ, რაც მინგეჩაურჰესი აშენდა, კასპიის ზღვიდან საქართველოს მდინარეებში აღარ ამოდის ორაგული და მან დაკარგა სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|551|დემეტრაშვილი მ.}}
 
[[კატეგორია:ორაგულისებრნი]]