კლიკის ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Klikis jvari.jpg|400px|მინი|კლიკის ჯვარი]]
'''კლიკის ჯვარი''' — არქიტექტურული ძეგლი [[გორის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[მღებრიანი]]ს დასავლეთით 1 კმ-ზე, [[მდინარე]] [[თეძამი|თეძმის]] მარცხენა მხარეს. თარიღდება [[VII საუკუნე|VII]]-[[VIII საუკუნე]]ებით.
[[ფაილი:Klikisjvari1.jpg|300px|მინი|კლიკისჯვარი]]
 
ნაგებობა [[სამეკლესიიანი ბაზილიკა]]ა (10,5 X 10 მ). ნაგებია ნატეხი ქვით კონსტრუქციული ნაწილები კი (ტრომპები, [[პილასტრი|პილასტრები]], [[კონქი]], თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან. შესასვლელი სამხრეთის მინაშენშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია გვერდით სათავსებში გასასვლელი კარები. სამივე ეკლესიის აფსიდები სწორკუთხაა. შუა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, სხვადასხვა სიმაღლეზე, თითო სარკმელია. გვერდის ეკლესიების აღმოსავლეთ კედლებშიც თითო სარკმელია. შუა სათავსის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები პილასტრებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემოსაზღვრული კედლის ბრტყელი ნიშები. პილასტრებით არის გამოყოფილი დარბაზისაგან ღრმა საკურთხეველიც. ამ პილასტრებზე და აღმოსავლეთის კედელზე დაყრდნობილი თაღები საკურთხეველში ქმნის ღრმა ნიშს. კონქზე გადასვლა ხდება თაღებს ზემოთ, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეების ტრომპებისა და მათ თავზე მოთავსებული ხუთი წახნაგის საშუალებით. შუა ეკლესია სატრიუმფო და საბჯენ თაღებზე და დასავლეთის კედელზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით (ჩანგრეულია) იყო გადახურული.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლიკის_ჯვარი“-დან