თედო სახოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 172:
ახალგაზრდა ნადე კეკელია იმ დროისთვის უკურნებელი სენით (ჭლექით) დაავადდა. თედო სახოკია ემიგრაციაში ყოფნისასაც ზრუნავდა მის მკურნალობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ნადე კეკელია მშობლიურ სოფელ [[ბანძა]]ში გადასახლდა. იგი [[1918]] წლის მარტში, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნადეს გარდაცვალების შემდეგ თედო სახოკია ხელმეორედ აღარ დაქორწინებულა. მან შვილებს შესაფერისი განათლება მიაღებინა და დარჩენილი ცხოვრება სამეცნიერო მოღაწეობას დაუთმო.
 
თედო სახოკიას გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი სრულად დაამუშავა, აღწერა, დააარქივა და [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს]] გადასცა მისმა ქალიშვილმა.{{sfn|ბუკია|2018|p=113-118}} თედო სახოკიას პირადი წერილების კოლექცია ასამდეასზე მეტი ადრესატისთვის გაგზავნილ ათასზე მეტ წერილს მოიცავს. მკვლევრის წერილები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა დ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო ცენტრშია დაცული. 1900 წლამდე მიმოწერა უკლებლადაა შენახული, რადგანაც საფრანგეთში გამგზავრებამდე ისინი თავად თედო სახოკიამ შეააგროვა და გიგო ტატიშვილს დაუტოვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მეგობრის მეუღლისგან უკლებლად დაიბრუნა. 1900-1914 წლების მიმოწერა ციმბირსა და ბელგიაში ყოფნისას დაიკარგა.
 
თედო სახოკიას კვირის დღეები მისი მეგობრების მოსანახულებლად ჰქონდა გამოყოფილი და ყოველთვის განსაზღვრულ დროს სტუმრობდა. ორშაბათობით საქართველოს კათალიკო-პატრიარქს - [[კალისტრატე ცინცაძე]]ს, სამშაბათობით - [[ალექსანდრე მიქაბერიძე]]ს, ოთხშაბათობით - ევგენი შალამბერიძეს, ხუთშაბათობით - [[შიო არაგვისპირელი|შიო დედაბრიშვილს]], პარასკეობით - [[სოლომონ ცაიშვილი|სოლომონ ცაიშვილს]], ხოლო შაბათ-კვირას კოლა ყავრიშვილსა და [[ვასილ ბარნოვი|ვასილ ბარნოვს]] სტუმრობდა.{{sfn|ბუკია|2018|p=203-208}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თედო_სახოკია“-დან