ნეონაციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 194:
1920-იან წლებში ფოლკიშური და ახალგაზრდული მოძრაობის ჯგუფები მისდევდნენ ნეოპაგანურ კულტს, ატარებდნენ ნაბუნიობის ფესტივალებს და იხმობდნენ გერმანიკულ ღმერთებს როგორც არექტიპებს და ბუნების ძალებს. ახალი „გერმანული რწმენა“ (deutschgläubige) ცდილობდა გერმანიკული რელიგია განესაზღვრა როგორც შინაგანი სულიერება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღება რასობრივი წინაპრებისგან. ის ხშირად ახდენდა გერმანული სულიერების სინთეზს ნორდულ საგებსა და ისლანდიურ ედებთან, გერმანული მისტიციზმის ტრადიციასა და [[იმანუელ კანტი|კანტის]], [[ფრიდრი ვილჰელმ იოზეფ შელინგი|შელინგის]] და [[იოჰან გოტლიბ ფიხტე|ფიხტეს]] [[გერმანული იდეალიზმი|იდეალისტურ ფილოსოფიასთან]].
 
თავის ცნობილ ესეში „ვოტანი“ [[კარლ გუსტავ იუნგი|კარლ გუსტავ იუნგმა]] დაახასიათა გერმანული სულიერების ეს სულსწრაფი ძიება როგორც „ვოტანის“, „ცოცხალი და ამოუხსნელი ტომობრივი ღმერთის“ არქეტიპის ამოფრქვევა გერმანელებს შორისგააქტივება [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ.
 
იუნგმა დაიწყო [[არქეტიპი|არქეტიპებსა]] და [[კოლექტიური არაცნობიერი|კოლექტიურ არაცნობიერზე]] თავისი თეორიის შემუშავება პირველი მსოფლიო ომის დროს. მისი აზრით ადამიანის ფსიქიკა სამ ნაწილად იყოფა: ცნობიერი, [[პიროვნული არაცნობიერი]] და კოლექტიური არაცნობიერი. კოლექტიური არაცნობიერი ევოლუციურად ჩამოყალიბებული და თანდაყოლილია. იუნგისათვის კოლექტიური არაცნობიერი ადამიანური მოგონებებისა და ემოციური ხატების საცავია. სწორედ ამით ხსნიდა იგი ადამიანების მიერ მითების, ხელოვნების ფორმებისა და სიმბოლოების ინტუიციურ აღქმა/გაგებას და მიიჩნევდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი იყო ლიტერატურის, რელიგიის, ხელოვნების შემოქმედების წყარო თითოეული ადამიანის ფსიქიკაში. კოლექტიური არაცნობიერი შეიცავს არქეტიპებს. არქეტიპი არის ამა თუ იმ, კონკრეტული გამოცდილების ან/და ობიექტის სიმბოლური წარმოდგენა და რეპრეზენტაცია. არქეტიპები ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქტებია, რომლებშიც აკუმულირებულია კაცობრიობის გამოცდილება და, როგორც კოლექტიური არაცნობიერი, წარმოდგენილია თითოეული ინდივიდის ფსიქიკაში. გვიანდელ ნაშრომებში, იგი არქეტიპებს ახასიათებდა მეცნიერული ტერმინებით როგორც „პრიმორდიალურ სახეებს“, „ინსტიქტურ ტრენდებს“, „არქაულ გადმონაშთებს“, რომლებიც ამოიზრდებააღმოცენდებიან კოლექტიური არაცნოებიერიდან და მის ფილოქენეტიკურ ევოლუციაშია ჩაბეჭდილი. თუმცა თავდაპირველად იგი არქეტიპებს უფრო რელიგიური ენით აღწერდა როგორც „მმართველ ძალებს, ღმერთებს“.
 
ნაციონალ-სოციალიზმის აღმავლობის და [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერისადმი]] გერმანელი ხალხის მასობრივი ენთუზიაზმის ფონზე, იუნგი წერდა, რომ გერმანელები კვლავ შეპყრობილნი იყვნენ გერმანიკული ღმერთის, ვოტანის არქეტიპით. იგი ამის საფუძველებს ხედავდა [[ფრიდრიხ ნიცშე]]ს, [[ალფრედ შულერი]]ს და [[ლუდვიგ კლაგესი]]ს დიონისურ, ირაციონალისტურ ფილოსოფიებში და სტეფან გეორგის პოეზიაში. „[[:en:Wandervogel|ვანდერფოგელის]]“ ახალგაზრდული მოძრაობის, ფოლკიშური ნაციონალიზმის და ქრისტიანობის „გერმანიზაციის“ სხვა მცდელობების პარალელურად მცირდებოდა ჯვრის ტალისმანური ძალა და ბრუნდებოდა „[[:en:Furor Teutonicus|furor teutonicus]]“, აქამდე დომინანტი არქეტიპი.
 
გერმანელი ხალხი ვოტანის არქეტიპით იყო შეპყრობილი, ადოლფ ჰიტლერი კი თვითონ ვოტანის არქეტიპის პერსონიფიცკაცია იყო. სხვა სტატიებში და ინტერვიუბში [[ინტერბელუმი]]ს დროს, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა ჰიტლერის ფენომენზე. იგი ახასიათებდა ჰიტლერს როგორც კოლექტიური არიული არაცნობიერის მიერ შეპყრობილს, რომელსაც არ შეეძლო არ დამორჩილებოდა მისი შინაგანი ხმის ბრძანებებს. 1936 და 1939 წლების ინტერვიუებში იგი ჰიტლერს აღწერდა როგორც არქეტიპს, რომელიც ხშირად მანიფესტაციას ახდენდა მისი პიროვნულობის სრული გამორიცხვით. „ჰიტლერი სულიერიების ძარღვია, ნახევრად-ღმერთი; უფრო მეტიც, მითი, მუსოლინი კი ადამიანია“. ჰიტლერი იყო რეალური ადამიანის ორსახოვნება, რომლის შიგნით პიროვნება დამალულია როგორც აპენდიქსი, რათა არ დაარღვიოს მექანიზმის მუშაობა. იგი არ იყო ინდივიდი, არამედ მთელი ერი. იუნგი წერდა: „მისი [ჰიტლერის] ხმა 78 მილიონი გერმანელის ხმაა. იგი პირად საუბრებშიც კი გაჰყვირის... ხმა, რომელიც მას ჩაესმის მისი რასის კოლექტიური არაცნობიერის ხმაა“.
ხაზი 218:
ამავდროულად, [[:en:Stephen McNallen|სტივ მკნალენმა]] ტეხასში დაიწყო ალტერნატიული ასატრუს მოძრაობა, რომელიც უფრო მიმართული იყო რიტუალების და ნორდული მაგიის პრაქტიკაზე. ხშირად ამ ორგანიზაციების წევრები ერთდროულად ორივე ჯგუფის რიგებში ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის პოლიტიკური განხეთქილება უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც მაკნალენმა მოითხოვა „ასატრუს თავისუფალი ასამბლეის“ ყველა წევრისგან, რომელიც ნაციონალ-სოციალისტურ უნიფორმებს და სიმბოლოებს ატარედა, შეეწყვიტა ეს. პოლიტიკურმა კონფლიქტმა საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიყვანა დაღმასვლამდე 1987 წელს. მის ბაზაზე დაარსდა ორი მემკვიდრე ორგანიზაცია: მიკი მურაის „ასატრუს ალიანსი“ და ედრედ თორსონის „თორის ბეჭედი“. მურაი ამერიკის ნაცისტური პარტიის წევრი იყო წარსულში. პირველი რასობრივად ორიენტირებული იყო, მეორესთვის მულტირასობრიობა არ იყო პრობლემა.
 
„ასატრუს თავისუფალი ასოციაციის“ [[არიანიზმი|არიანისტი]] წევრები, სიგი ჰუბარდი, ტომ პაგეტი, ვიატ კალდენბერგი და სხვები მონაწილეობდნენ „ოდინისტური თანამეგობრობის“ დიდი ლოს ანჯელესის განყოფილების დაარსებაში. პაგეტმა მოიწვია [[:en:Tom Metzger|ტომ მეტცგერი]], რომელიც ამ დროს ხელმძღვანელობდა „თეთრი ამერიკელების პოლიტიკურ ასოციაციას“, რათა სიტყვა წარმოეთქვა განყოფილების შეკრებაზე, რის შემდეგაც იგი ოდინისტური შეხვედრების ხშირი მონაწილე იყო. ამის მიუხედავად, ელსე კრისტენსენი თვლიდა, რომ მეტცგერი ზედმეტად რადიკალური იყო, ხოლო არიზონას კინდერდისკინდრედის წევრებს სურდათ, რომ თენამეგობრობა თეთრკანიანთა ინტერესების დაცვაზე ყოფილიყო მიმართული, თუმცა არ ყოფილიყო მტრულად განწყობილი ფერადი რასებისა და ებრაელებისადმი. რასიალისტებს ნაკლებად საეჭვო მოკავშირეები სურდათ: რედბერდმა დაარსა რასიალისტური „თორის ჩაქუჩის კინდერდი“კინდრედი“, ელტონ ჰალმა, რომელიც გამოეყნო არიზონას კინდერდს, დაარსა „ჯომსვიკინგის კინდრედი“, ტომ პაგეტი და [[:en:Wyatt Kaldenberg|ვიატ კალდენბერგი]] შეუერთდნენ მეტცგერის ახლადჩამოყალიბებულ „[[:en::White Aryan Resistance|თეთრ არიულ წინააღმდეგობას]]“. ვიატი, რომელიც მეტცეგერის პერიოდიკალის, WAR-ის რედაქტორი იყო, თავის სტატიებში ოდინიზმს ქადაგებდა. კალდენბერგის წარმართული მსოფლმხედველობა ისტორიას და პოლიტიკას უყურებს როგორც კოსმიურ ბრძოლას ღვთიურ არიულ და დემონურ, არაბუნებრივ იუდო-ქრისტიანულ ძალებს შორის. არიული რასა იდენტიფიცირებულია დედამიწასთან, სიცოცხლელსა და ბუნებასთან, ხოლო „ტალახის რასები“ სიკვდილთან, ზამთრის დეკადანსთან და მატლებთან, რომელბიც სხვისი სიცოცხლით საზრდოობენ.
 
კალდენბერგმა დაიწყო გაზეთ „პაგანური აღორძინების“ გამოცემა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ტაბლიოდად გადააკეთა 1998 წელს. პერიოდიკალი მთავარ მიზნად ასახელებდა ასატრუს რელიგიის გავრცელებას, რომელიც აღმერთებს ნორდული პანთეონის ღმერთებს, ოდინს, თორს და [[ფრიგი|ფრიგას]]. იგი ასევე შეიცავს გერმანიკული, ზოროასტრული და ვედური პაგანური რელიგიების მეცნიერულ შედარებას და აშშ-ს სამხრეთში მზარდი ლათინოსი მოსახლეობის ეკონომიკურ ანალიზს, ასევე [[:en:White power music|თეთრი ძალის]], [[ინდუსტრიული მეტალი|ინდუსტრიული]] და მეტალის მუსიკის მიმოხილვას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეონაციზმი“-დან