თედო სახოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 105:
 
==საზოგადოებრივი მოღვაწეობა==
[[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების]] შემდეგ თედო სახოკია პოლიტიკურ საქმიანობას საბოლოოდ ჩამოშორდა. ამ პერიოდში პედაგოგიურ საქმიანობასაც თავი დაანება და მთლიანად საზოგადოებრივ და სამეცნიერო სფეროში გადაინაცვლა. [[1925]] წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელლმწიფო თეატრში გაიმართა კრება, რომელზეც საქართველოსგან სამეგრელოს განცალკევებისა და ავტონომიის საკითხი განიხილებოდა. სხდომის თაავმჯდომარედ თედო სახოკია აირჩიეს, რომელსაც პირველმა საიკითხა მოხსენება და სამეგრელოს ავტონომიის საკითხი მკაცრდ გაკრიტიკა.{{sfn|ბუკია|2018|p=144-145}}
 
===წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება===
 
===მთარგმნელობითი საქმიანობა===
თედო სახოკიამ ლიტერატურული და მთარგმნელობითი საქმიანობა [[1888]] წლიდან დაიწყო. ამ წელს „ივერიის“ 164-ე ნომერში დაიბეჭდა ჟიულ ლემეტის მოთხრობის, „მეფის ასული მიმი და იმისი მიჯნურნი“, მისეული თარგმანი.<ref>სახოკია, თ. (1888). [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/48425/1/Iveria_1888_N164.pdf მეფის ასული მიმი და იმისი მიჯნურნი]. ''ივერია''. № 164. გვ. 1-3.</ref> შემდეგ ხანგამოშებით იბეჭდებოდა გი დე მოპასანისა და სხვა ფრანგი მწერლების თარგმანებიც. თედო სახოკიამ თარგმნა პოლონელი მწერლის, [[ზიგმუნტ მილკოვსკი]]ს რომანი „განთიადი“, ივანოვიჩის - „მებრძოლნი და წამებულნი ბოლგარეთის თავისუფლებისათვის“, [[ივან ვაზოვი]]ს - „დამონებულნი“, მარდოვცევის - „ამირანის შვილნი“ და სხვ., რომლებიც „მოამბეში“ იბეჭდებოდა.{{sfn|სახოკია|1943|p=144, 158}}
 
თედო სახოკიამ თარგმნა [[ვიქტორ ჰიუგო]]ს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“, რომელიც [[1891]] წელს ცალკე დაიბეჭდა, მომდევნო წელს კი [[ვოლტერი]]ს „უმანკო“ გამოიცა. [[1924]]-[[1936]] წლებში ქართულად გამოიცა [[ჯოვანი ბოკაჩო]]ს [[დეკამერონი]] ორ ტომად და გი დე მოპასანის მოთხრობების სამი კრებული.{{sfn|სახოკია|1943|p=158}} თედო სახოკიამ იტალიურიდან თარგმნა [[ჯუზეპე გარიბალდი]]ს „კლელია“, ფრანგულიდან - [[ვოლტერი]]ს, [[ემილ ზოლა]]ს, [[ანრი ბარბიუსი]]სა და [[ოქტავ მარბო]]ს ნაწარმოებები, რუსულიდან - კორნელი ბოროზდინის „სამეგრელო“<ref>ბოროზდინი, კ. (1934). ''[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/114131 სამეგრელო და სვანეთი 1854-1861: მოგონებანი]''. (მთრ. თედო სახოკია). თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა.</ref> და „ბატონყმობა საქართველოში“,<ref>ბოროზდინი, კ. (1927). ''[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/201508 ბატონყმობა სამეგრელოში]''. (მთრ. თედო სახოკია). ტფილისი: ერმოლაოზ წულაია.</ref> ი. ვაზოვის - „დამონებულნი“ და ა.შ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თედო_სახოკია“-დან