ნეონაციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 200:
ნაციონალ-სოციალიზმის აღმავლობის და [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერისადმი]] გერმანელი ხალხის მასობრივი ენთუზიაზმის ფონზე, იუნგი წერდა, რომ გერმანელები კვლავ შეპყრობილნი იყვნენ გერმანიკული ღმერთის არქეტიპით. იგი ამის საფუძველებს ხედავდა [[ფრიდრიხ ნიცშე]]ს, [[ალფრედ შულერი]]ს და [[ლუდვიგ კლაგესი]]ს დიონისურ, ირაციონალისტურ ფილოსოფიებში და სტეფან გეორგის პოეზიაში. „[[:en:Wandervogel|ვანდერფოგელის]]“ ახალგაზრდული მოძრაობის, ფოლკიშური ნაციონალიზმის და ქრისტიანობის „გერმანიზაციის“ სხვა მცდელობების პარალელურად მცირდებოდა ჯვრის ტალისმანური ძალა და ბრუნდებოდა „[[:en:Furor Teutonicus|furor teutonicus]]“, აქამდე დომინანტი არქეტიპი.
 
გერმანელი ხალხი ვოტანის არქეტიპით იყო შეპყრობილი, ადოლფ ჰიტლერი კი თვითონ ვოტანის არქეტიპის პერსონიფიცკაცია იყო. სხვა სტატიებში და ინტერვიუბში [[ინტერბელუმი]]ს დროს, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა ჰიტლერის ფენომენზე. იგი ახასიათებდა ჰიტლერს როგორც კოლექტიური არიული არაცნობიერის მიერ შეპყრობილს, რომელსაც არ შეეძლო არ დამორჩილებოდა მისი შინაგანი ხმის ბრძანებებს. 1936 და 1939 წლების ინტერვიუებში იგი ჰიტლერს აღწერდა როგორც არქეტიპს, რომელიც ხშირად მანიფესტაციას ახდენდა მისი პიროვნულობის სრული გამორიცხვით. „ჰიტლერი სულიერიების ძარღვია, ნახევრად-ღმერთი; უფრო მეტიც, მითი, მუსოლინი კი ადამიანია“. ჰიტლერი იყო რეალური ადამიანის ორსახოვნება, რომლის შიგნით პიროვნება დამალულია როგორც აპენდიქსი, რათა არ დაარღვიოს მექანიზმის მუშაობა. იგი არ იყო ინდივიდი, არამედ მთელი ერი. იუნგი წერდა: „მისი [ჰიტლერის] ხმა 78 მილიონი გერმანელიგერმანელის ხმაა. იგი პირად საუბრებშიც კი გაჰყვირის... ხმა, რომელიც მას ჩაესმის მისი რასის კოლექტიური არაცნობიერის ხმაა“.
 
იუნგი ამბობდა, რომ ყველა რასას აქვს თავისი კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები. „ფსიქოლოგიურ რეფლექსიებში“ იგი წერდა:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეონაციზმი“-დან