ძელქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
No edit summary
ხაზი 19:
ძელქვას მორიგეობით განლაგებული დაკბილული [[ფოთოლი|ფოთლები]] აქვს. ხეზე ზოგი [[ყვავილი]] ორსქესიანია, ზოგი კი მხოლოდ მამრობითი. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვის — ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი [[მერქანი|მერქნის]] სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს.
 
ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია. ტენისა და ჩრდილის მოყვარული [[ხე]]ა. იზრდება [[ხეობა|ხეობებში]], [[მდინარე]]ების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს [[მარტი|მარტ]]-[[აპრილი|აპრილში]]. ნაყოფი მწიფდება [[აგვისტო]]ში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — [[რცხილაფოთოლარცხილაფოთლიანი ძელქვა]] ( {{lang-la|Zelkova carpinifolia}}) [[ირანი|ირანსა]] და [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] დასავლეთ ([[იმერეთი]], [[სამეგრელო]]), აღმოსავლეთ ([[კახეთი]] — [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]], [[ლენქორანი]]) და სამხრეთ ([[ყარაბახი]]) ნაწილებში იზრდება, დანარჩენი 5 — [[კრეტა]]ზე, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[იაპონია]]სა და [[კორეის ნახევარკუნძული|კორეაში]].
 
გვხვდება ზომიერ ტენიან და მომშრალო ადგილებში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება [[თესლი (მცენარე)|თესლი]]თ, ძირკვის ამონაყარითა და [[ფესვი]]ს ნაბარტყით. [[მერქანი|მერქნის]] მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა. სწრაფმზარდი და [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულია]]. ხშირად საფრთხეს უქმნის: ტყის კაფვა, მცირე არეალი და სხვ. იყენებენ ბაღ-პარკში, ტყის სარეკონსტრუქციოდ და გასაშენებლად. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძელქვა“-დან