მადონა (მომღერალი): განსხვავება გადახედვებს შორის

გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
[[2006]] წლის [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერს]], [[მალავი]]ს ობოლ ბავშვთა სახლის მონახულებისას,<ref>[https://web.archive.org/web/20061028164333/http://www.cnn.com/2006/SHOWBIZ/Music/10/10/madonna.adopt.ap/index.html „მადონა მალაველ ბიჭს ყიდულობს, ამბობს ბავშვის მამა“], CNN, 2006 წლის ოქტომბერი. წაკითხულია: [[11 ოქტომბერი]], [[2006]]</ref> მადონამ პატარა მალაველი ბიჭის, დევიდ ბანდას შვილად აყვანა გადაწყვიტა. ბავშვს, რომელიც [[2005]] წლის [[24 სექტემბერი|24 სექტემბერს]] დაიბადა,<ref>[http://people.aol.com/people/article/0,26334,1546505,00.html ბიჭი, რომლის შვილად აყვანასაც მადონა აპირებს, ტოვებს აფრიკას] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20061126175006/http://people.aol.com/people/article/0%2C26334%2C1546505%2C00.html |date=2006-11-26 }} ჟურნალი „People“, 2006 წლის ოქტომბერი. წაკითხულია: [[16 ოქტომბერი]], [[2006]]</ref> მომღერლის ოჯახმა სახელი შეუცვალა და დევიდ ბანდა მვალე ჩიკონე რიჩი დაარქვა.<ref>[http://www.boston.com/ae/celebrity/articles/2006/10/19/madonna_names_baby/?rss_id=Boston.com+%2F+A%26E+%2F+Celebrity+news მადონა თავის შვილს დეივი რიჩის არქმევს]</ref>
 
პასპორტისა და ვიზის მიღების შემდეგ, მალაველი ჩვილი [[16 ოქტომბერი|16 ოქტომბერს]] მალავიდან წაიყვანეს.<ref>[http://www.telegraph.co.uk/news/main.jhtml?xml=/news/2006/10/16/uraadopt.xml მადონას შვილი მალავიდან გაფრინდა] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20071212203332/http://www.telegraph.co.uk/news/main.jhtml?xml=%2Fnews%2F2006%2F10%2F16%2Furaadopt.xml |date=2007-12-12 }} გაზეთი „[[დეილი ტელეგრაფი]]“ წაკითხულია: [[16 ოქტომბერი]], [[2006]] წ.</ref> შვილად აყვანის ფაქტმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან აინტერესებდათ, იცოდა თუ არა მადონამ, რომ მალავის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის აყვანის მსურველმა პოტენციურმა მშობლებმა მალავიში ერთი წელი უნდა იცხოვრონ.<ref>„როიტერსი“, [http://www.nytimes.com/reuters/news/news-madonna-backlash.html "მადონას შვილის აყვანის გეგმები ფართო დისკუსიას იწვევს, "] [[17 ოქტომბერი]], [[2006]]</ref>
 
[[2006]] წლის [[25 ოქტომბერი|25 ოქტომბერს]], ხმების გასაქარწყლებლად, მადონა „[[ოპრა უინფრის შოუ]]ზე“ გამოვიდა. ნახევარსაათიანი ინტერვიუს მსვლელობისას, მომღერალმა განაცხადა, რომ მალავიში არ არსებობს დაწერილი კანონი, რომელიც უცხოელთა მიერ ბავშვის აყვანის უფლებებს დაარეგულირებს. ამას გარდა, მალაველი ბავშვის შვილად აყვანას ორი წელია აპირებდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დევიდის მდგომარეობა კრიტიკული იყო. როდესაც მადონა ობოლ ბავშვთა სახლის მოსანახულებლად მივიდა, დევიდი, [[მალარია|მალარიის]] და [[ტუბერკულოზი]]ს გადატანის შემდეგ, [[პნევმონია|ფილტვების ანთებით]] დაავადდა. ამასთანავე, მადონას თქმით, მედია „დათვურ სამსახურს უწევს აფრიკელ ობოლ ბავშვებს და არა მხოლოდ მალაველებს“, რითაც უცხოელებს ობოლი აფრიკელი ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობას ართმევს. მომღერალმა განაცხადა, „მინდოდა მესამე სამყაროს ქვეყანაში წავსულიყავი — ზუსტად არ ვიცოდი, რომელში — და რომელიმე ბავშვისთვის სიცოცხლის უფლება მიმენიჭებინა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მას ეს უფლება წართმეული ჰქონოდა“.<ref>ეშლი მ. ჰიჰერი [https://web.archive.org/web/20070809083904/http://www.sfgate.com/cgi-bin/article.cgi?f=%2Fn%2Fa%2F2006%2F10%2F25%2Fentertainment%2Fe073141D55.DTL „მადონა 'უკმაყოფილოა' კრიტიკით“], „ასოშიეტიდ პრესი“, SFGate.com, [[25 ოქტომბერი]], [[2006]]</ref>