გრენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:მეაბრეშუმეობა გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''გრენი''' ({{lang-fr|graine}}, სიტყვასიტყვით — თესლი, მარცვალი) — [[აბრეშუმის პეპელა|აბრეშუმხვევია პეპლის]] კვერცხი, საიდანაც მეაბრეშუმეებს გამოჰყავთ [[მუხლუხი (ზოოლოგია)|მუხლუხი]], რომელიც [[ჭუპრი|დაჭუპრების]] შემდეგ აბრეშუმის პეპლად გადაიქცევა. ოვალური, ოდნავ ჩაზნექილი კვერცხი დაფარულია ელასტიკური ნახევრად გამჭვირვალე ნაჭუჭით, რომელსაც ჩანასახის სასუნთქავად უამრავი საჰაერო ფორი აქვს. კვერცხის წაწვეტებულ ბოლოზე ხვრელია, საიდანაც სპერმატოზოიდი შედის და კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. გრენის ზომა და მასა დამოკიდებულია ჯიშზე, კვების პირობებზე, კვერცხდების დროზე. [[თუთის აბრეშუმხვევია]]ს კვერცხის საშუალო მასაა 0,5–0,7 [[მგ]], კვერცხდების საშუალო მასა 280–380 მგ (500–600). 1 გრამში 1500–2000 კვერცხია. [[მუხის აბრეშუმხვევია]]ს კვერცხი მსხვილია, 1 გრამში 120-მდე კვერცხია.<ref name="ქსე" /> დადებისას გრენი რძისფერი ან ღია ყვითელია, ერთი დღის შემდეგ განაყოფიერებული გრენი მუქდება. მისი ფერი განპირობებულია პიგმენტირებული სეროზული გარსის არსებობით და დამოკიდებულია აბრეშუმხვევიას ჯიშზე.<ref name="დრე" /> თუთის აბრეშუმხვევია გრენის ფაზაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე გამოცოცხლდება ხოლმე.<ref name="ქსე">{{ქსე|3|263|ღვინეფაძე შ.|არა|სტატია=გრენი}}</ref> ზოგიერთი [[ვოლტინიზმი|ბივოლტინური]] ჯიში (ანუ რომელიც წელიწადში ორჯერ ბუდობს) ბუნებრივ (მაგ., [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და [[იაპონია]]ში) ან ინკუბაციის განსაკუთრებულ პირობებში იძლევა არამოზამთრე გრენის მქონე თაობას.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Богословский В. В. |სათაური=Грена |ტომი=7 |გვ=673 |id=2377708}}</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[გრენაჟი]]
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრენი“-დან