გრენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გრენი''' ({{lang-fr|graine}}, სიტყვასიტყვით — თესლი, მარცვალი) — აბრეშუმხვევია პეპლის კვერცხი, საიდანაც მეაბრეშუმეებს გამოჰყავთ მუხლუხი, რომელიც დაჭუპრების შემდეგ აბრეშუმის პეპლად გადაიქცევა. ოვალური, ოდნავ ჩაზნექილი კვერცხი დაფარულია ელასტიკური ნახევრად გამჭვირვალე ნაჭუჭით, რომელსაც ჩანასახის სასუნთქავად უამრავი საჰაერო ფორი აქვს. კვერცხის წაწვეტებულ ბოლოზე ხვრელია, საიდანაც სპერმატოზოიდი შედის და კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. გრენის ზომა და მასა დამოკიდებულია ჯიშზე, კვების პირობებზე, კვერცხდების დროზე. თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხის საშუალო მასაა 0,5–0,7 მგ, კვერცხდების საშუალო მასა 280–380 მგ (500–600). 1 გრამში 1500–2000 კვერცხია. მუხის აბრეშუმხვევიას კვერცხი მსხვილია, 1 გრამში 120-მდე კვერცხია. დადებისას გრენი რძისფერი ან ღია ყვითელია, ერთი დღის შემდეგ განაყოფიერებული გრენი მუქდება. მისი ფერი განპირობებულია პიგმენტირებული სეროზული გარსის არსებობით და დამოკიდებულია აბრეშუმხვევიას ჯიშზე. თუთის აბრეშუმხვევია გრენის ფაზაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე გამოცოცხლდება ხოლმე. ზოგიერთი ბივოლტინური ჯიში (ანუ რომელიც წელიწადში ორჯერ ბუდობს) ბუნებრივ (მაგ., ჩინათსა და იაპონიაში) ან ინკუბაციის განსაკუთრებულ პირობებში იძლევა არამოზამთრე გრენის მქონე თაობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრენი“-დან