დარიალის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[სურათი:Darial Gorge, photo by Alexander Roinashvili.jpg|მინი|270პქ|დარიალის ხეობა, [[ალექსანდრე როინაშვილი|ალ. როინაშვილის]] ფოტო, XIX საუკუნის მე-2 ნახევარი]]
[[სურათი:TerekRiver NorthGeorgia.jpg|მინი|270პქ|მდინარე თერგი]]
'''დარიალის ხეობა''' — [[მდინარე]] [[თერგი]]ს ხეობის [[ანტეცედენტური ხეობა|ანტეცედენტური]] მონაკვეთი [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტში]]. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი [[კავკასიონი]]ს ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარე [[ჩხერი]]ს შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია [[ნიადაგი|ნიადაგს]] და ერთიან [[ფლორა|მცენარეულ საფარს]]. დარიალის ხეობაზე გადის [[საქართველოს სამხედრო გზა]].
 
სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: [[პლინიუსი, გაიუს სეკუნდუს|პლინიუსი]] მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), [[პტოლემე]] - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.
 
ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. [[საქართველო]]ს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და [[ბიზანტია|ბიზანტიის]] საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე [[მირიან I]]-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში [[გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] აღადგინა ძველი სიმაგრე. [[ამიერკავკასია]]ში არაბთა ბატონობის ხანაში ([[VII საუკუნე|VII]]-[[X საუკუნე|X]] სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. [[X საუკუნე|X]]-[[XIII საუკუნე|XIII საუკუნეებში]] დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა ([[1118]]-[[1120]]) საქართველოში ყივჩაღები [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]], მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეში]], მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.
 
დარიალის ხეობაში მდინარე [[თერგი]]ს მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან [[მთა]]ზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო [[დასავლეთი]]თ მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — [[დარიალის ციხე]]. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით [[დასავლეთი]]დან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები. ხეობაში, მდ. თერგის მარჯვენა მხარეს, რუსეთ–საქართველოს საზღვრის მახლობლად, 2005 წელს დაიწყო მამათა სამონასტრო კომპლექსი მშენებლობა. 2011 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა [[ილია II]]-მ აქ აკურთხა წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიალის_ხეობა“-დან