ლილიბეუმის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
[[პანორმუსის ბრძოლა|პანორმუსის ბრძოლის]] შემდეგ, რომაელები ისევ გათამამდნენ და განიძრახეს წარმატების განვითარება და ქალაქ ლილიბეუმის აღება, ვინაიდან ამ ქალაქეის ხელში ჩაგდების შემდეგ ადვილად შეძლებდნენ ომის ისევ [[ლივია]]ში გადატანას.
 
==ალყის დასაწყისი==
[[პანორმა]]ში ჩავიდა რომაული ფლოტი<ref>ოროზიუსის თანახმად 200 გემი, დიოდორეს თანახმად 240 დიდი და 60 მსუბუქი გემი.</ref> აქედან კონსულები [[გაიუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი]] დასავლეთისკენ წავიდნენ და ლილიბეუმს ალყა შემოარტყეს<ref>ოროზიუსის თანახმად რომაული არმია 4 ლეგიონისგან შედგებოდა, დიოდორე კი 110 000 ადამიანე საუბრობს, თუმცა აქედან უმეტესი წილი მენიჩბეები იქნებოდნენ, ჯარისკაცი კი არა უმეტეს 30 -40 ათასისა.</ref>. ქალაქს მაგარი გალავანი ჰქონდა და გარშემო თხრილით იყო დაცული. ქალაქთან რომაელები ორი მხრიდან დაბანაკდნენ. ბანაკებს შორის კი თხრილი და კედელი ააგეს. პორტი კი 15 მსუბუქი გემით დაბლოკეს. შემდეგ ზღვისპირა კოშკს მიუდგეს ალყის ხელსაწყოები. [[ტარანი|ტარანების]], [[კატაპულტა|კატაპულტების]] და სხვა იარაღების მეშვეობით, მათ დაანგრიეს 6 კოშკი.
 
Line 33 ⟶ 34:
კართაგენელთა ესკადრის ძირითადი ნაწილი [[დრეპანა]]ში იდგა, მას [[ატარბალი]] მეთაურობდა. ჰანიბალმა მოახერხა შესაფერისი ქარის დროს 50 გემით ქალაქში შეღწევა ჯარებით, საკვებით და ფულით<ref>პოლიბიუსის თანახმად მან 10 000 მეომარი ჩაიყვანა, დიოდორესთან მხოლოდ 4 000.</ref>. რომაელებმა ვერ მოახერხეს მისთვის ხელის შეშლა. ჰანიბალის წარმატებამ გაათამამა ალყა შემოტყმულები. ჰიმილკონმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ მომენტით და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.
 
==ბრძოლა==
გამთენიისას ჰიმილკონმა გამოიყვანა ჯარი და თავს დაესხნენ რომაულ ნაგებობებს. რომაელებისთვის ეს არ იყო მოულოდნელობა. მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს კართაგენელებს. მალე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ქალაქიდან დაახლოვებით 20 000 ჯარისკაცი იყო გამოსული. ბრძოლა მით უფრო სასტიკი იყო, რომ არანაერი საბრძოლო წყობა არ იყო დაცული. განსაკუთრებით ცხარე ბრძოლა ნაგებობებთან იყო. კართაგენელები ნაგებობებს ნაკვერჩხლებს და ჩირაღდნებს ესროდნენ, რომაელების მდგომარეობა ძალიან გართულდა, მათ უკვე ძალიან უჭირდათ კართაგენელების შეკავება. ჰამილკონი ხედავდა, რომ ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მიზანი მიღწეული არ იყო, ამიტომ ბრძანა უკან დახევა.
 
Line 40 ⟶ 42:
 
რომაელები ანგრევდნენ კედელს, კართაგენელები აღადგენდნენ, მათ უკვე უარი თქვეს რომაული ნაგებობების აღებაზე. ქარიშხალი ამოვარდა და დააზიანა რომაული მანქანები. ამით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი დაუშინეს ნაგებობებს და მანქანებს. ხანძარი მალე გავრცელდა. რომაელებს ამ კატასტროფამ ელდა დასცა, მათ ფერაფრით ვერ შეაჩერეს ხანძარი. ცეცხლმა სრულიად გაანადგურა რომაული ნაგებობები და მანქანები.
==ალყის გაჭიანურება==
 
რომაელებმა ქალაქის გარშემო თხრილი გააკეთეს და ლოდინი დაიწყეს. ლილიბეუმელებმა აღადგინეს კედელი. [[რომი]]დან სიცილიაში 10 000 მეზღვაური გააგზავნეს ალყის მხარდასაჭერად. რომის ფლოტის ნაწილი, კონსულ [[პუბლიუს კლავდიუს პულქერი]]ს მეთაურობით [[დრეპანას ბრძოლა|დრეპანისკენ]] წავიდა.