ბუნებრივი თანამგზავრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[კოსმოსი]]დან [[დედამიწა]]ც, მის მიერ არეკლილი მზის სხივების წყალობით, მთვარესავით ბადროიან მნათობად მოჩანს, ოღონდ იგი მთვარეზე ოთხჯერ დიდი და თითქმის ასჯერ კაშკაშაა (იგულისხმება, რომ დამკვირვებელი ერთნაირ მანძილზეა დედამიწასთან და მთვარესთან). და მაინც მას, ჩვენს დიდებულ დედამიწას, ყველაზე ახლო პლანეტიდანაც კი ისეთი პატარა მბრწყინავი წერტილის სახით დაინახავ , როგორც ჩვენ ვხედავთ ვენერას, ანუ ცისკრის [[ვარსკვლავი|ვარსკვლავს]]. აქედან ცხადია, რომ გაცილებით უფრო მკრთალ მთვარეს ”უცხოპლანეტელები” მკრთალ ვარსკვლავად აღიქვამენ და იგი ღამის მნათობად სრულიად არ გამოადგებათ.
 
 
შეუიარაჩებელი თვალით არც ერთი სხვა პლანეტის მთვარე არ ჩანს. მეტიც [[ტელესკოპი|უტელესკოპოდ]] თვით შორეული გიგანტი პლანეტები - [[ურანი (პლანეტა)|ურანი]] და [[ნეპტუნი]]ც კი მიუწვდომელია [[თვალი]]სათვის, არათუ მათი მთვარეები. ამიტომ არის დაკავშირებული სხვა ”მთვარეების” აღმოჩენა [[გალილეო გალილეი]]ს სახელთან. თითქმის ოთხასი [[წელი|წლის]] წინათ, ამ გენიალურმა [[იტალია|იტალიელმა]] მეცნიერმა თვითნაკეთი მარტივი [[ჭოგრიტი]]თ ერთბაშად [[იუპიტერი]]ს ოთხი მთვარე აღმოაჩინა. მათ უწოდეს: [[იო (თანამგზავრი)|იო]], [[ევროპა(თანამგზავრი)|ევროპა]], [[განიმედე (თანამგზავრი)|განიმედე]] და [[კალისტო (თანამგზავრი)|კალისტო]]. იო და ევროპა დაახლოებით ჩვენი მთვარისოდენა სხეულებია და დაახლოებით იმავე მანძილზე უვლიან გარს იუპიტერს, როგორც მთვარე - დედამიწას: იო - 420 ათას, ევროპა კკი - 671 ათას [[კილომეტრი|კმ]]-ზე (შეგახსენევთ, რომ მთვარიდან დედამიწამდე 384 400 კმ-ია). საინტერესოა იუპიტერის გარშემო მათი გარშემოვლის პერიოდები, ანუ ”[[თვე|თვეები]]”: იოს ”თვე” სულ 1 [[დღე]] და 18 [[საათი]]ა, ევროპასი - 3 დღე და 13 საათი, (მთვარის თვე 27 დღეა!). ბარემ ვთქვათ, იუპიტერის დღე-ღამე (ღერძული ბრუნვის პერიოდი) ორნახევარჯერ მოკლეა ჩვენს დღე-ღამეზე, მისი [[წელი|წელიწადი]] კი ([[მზე|მზის]] ირგვლივ გარემოქცევის პედიოდი) 12 ჩვენებურ წელიწადს უდრის.
იუპიტერის სხვა თანამგზავრები - [[განიმედე (თანამგზავრი)|განიმედე]] და [[კალისტო (თანამგზავრი)|კალისტო]] მთვარეზე თითქმის ორჯერ დიდებია, ხოლო მათი ”თვეები” შესაბამისად 7 და 17 დღეა.
 
{{ასტრონომია}}